სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი

სოციალური მუშაობა საქართველოში 2000-იანი წლებიდან დაფუძნდა.  კერძოდ, საქართველოს მთავრობამ 1999 წელს მიიღო კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის შესახებ, რამაც აუციელებელი გახადა ქვეყანაში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შემოტანა. სწორედ სოციალური მუშაკი გახდა ის პროფესიონალი, ვინც აფასებდა ბავშვის, ბიოლოგიური ოჯახისა და მშვილებელი ოჯახის საჭიროებებს ზედმიწევნით, იკვლევდა რისკებს და ხელს უწყობდა ბავშვის საუკეთსო ინტერესის აღსრულებას. დროსთან […]
ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი უფლებებითა და ღირსებით. თავისუფლების უფლება- როგორც თანდაყოლილი მოცემულობა, სულაც არ ყოფილა თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის. ადამიანის უფლებებს რთული, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვის, ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით, ინდივიდუალური უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება. საზოგადოებაში […]
აღიარებულია, რომ თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია. ეს პრინციპები საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებითაც არის გამყარებული.[1] კონკრეტულად დისრკიმინაცია კი, ეს  არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის განსხვავებული და არასამართლიანი მოპყრობა მათი განსაკუთრებული თვისებების, მახასიათებლების ან იდენტობის გამო. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად აუცილებელია, რადგან ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს, აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ხელს უწყობს უთანასწორობას. […]
ჩვენ, საჯარო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სოციალური მუშაკები, რომელთა უმთავრეს ამოცანას ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციით დაცული დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს. ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებს. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა […]
ავტორიტარული რეჟიმები პროპაგანდას იყენებენ ძალაუფლების შენარჩუნების, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და ოპონენტების ჩახშობის მიზნით. პროპაგანდა არის ინსტრუმენტი, რომელიც არამხოლოდ ინფორმაციის კონტროლს, არამედ მოსახლეობის აზროვნების ფორმირებას და ოპოზიციის მარგინალიზაციას ემსახურება.  პროპაგანდის თეორიული საფუძვლები პროპაგანდის თეორიულ საფუძვლებს უდევს ედუარდ ბერნეისის ნაშრომი “Propaganda” (1928). ბერნეისი პროპაგანდას ხედავდა საზოგადოებრივიაზრის მანიპულაციის ინსტრუმენტად, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ქცევასა და დამოკიდებულებებზე. ავტორიტარული რეჟიმები ამ მიდგომას […]
ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის გარეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად. ჩვენი პროფესიული საქმიანობის კონტექსტში ეს გულისხმობს პირველ რიგში ბრძოლას საკუთარი შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, რათა ჩვენი მომსახურების მიმღებ პირებს შევთავაზოთ გამართული, მდგრადი, ადამიანის უფლებებზე […]
ავტორი: მარიამ ბანძავა ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“ სოციალური მუშაობა და შრომითი უფლებები სოციალური მუშაობის განმარტება,  სამიზნე ჯგუფები და ძირითადი ღირებულებები სოციალური მუშაობა იმ პროფესიათა რიგს მიეკუთვნება, რომელთა მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური სამართლიანობისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის ბრძოლაა.  სოციალური მუშაობის განმარტება 2014 წლის IFSW (სოციალური მუშაკების […]
ქვიარ სიბრმავე vs. ქვიარ ინკლუზიურობა ავტორი: თეონა თოდრაძე ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“ შესავალი სოციალური მუშაობა, როგორც პროფესია, მიზნად ისახავს ინდივიდებისა და საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყვლად ჯგუფებს, რომელთა შორის ლგბტქი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი) თემი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს […]
ავტორი: რუსუდან მელიქიძე ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“ ადამიანის უფლებები სოციალური მუშაობის პრაქტიკისათვის უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ და სამართლებრივ ჩარჩოს წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველი ინტერვენცია, პრაქტიკული საქმიანობა თუ შეთავაზებული სერვისი ორიენტირებული უნდა იყოს ინდივიდის უფლებების დაცვასა და გაძლიერებაზე. თუმცა, სერვისების ნაკლებობიდან გამომდინარე, ხშირად პრაქტიკოსები  აქცენტს კლიენტის ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღდგენასა […]
ავტორები: მარიამ აბულაძე, მარიამ გონაშვილი ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“ შესავალი:  სოციალური მუშაობისა და საკანონმდებლო მმართველობის დაახლოება  უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის პირდაპირ ეხმიანება სოციალური მუშაკების ფუნდამენტურ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას სისტემური ტრანსფორმაციის გზით.  სოციალურ მუშაკებს ემპათიის გრძნობასთან ერთად ანალიტიკური გამჭრიახობა და სოციალური […]