ტრენინგი მიმღები მშობლებისათვის – სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ბავშვებსა და მოზარდებში

📣სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მიმღებ მშობლებს ან მიმღები მშობლობის მსურველ პირებს.

ვთავაზობთ ერთდღიან ტრენინგს (ტრენინგი ჩატარდება ფიზიკურ გარემოში, ერთ-ერთ სასტუმროში,
უსაფრთხოების სრული წესის დაცვით, ) და მხარდაჭერას შესაბამისი მასალებით, რომელიც ადგილზე გადაეცემათ მონაწილეებს. თითოეული ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 10.

სატრენინგო თემები მოიცავს:

 სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების
ჩარჩოს
 საქართველოში არსებული სერვისებისა და კანონმდებლობის მიმოხილვას
 გენდერის, სექსუალობის საკითხები ბავშვებსა და მოზარდებში

ტრენინგს გაუძღვებიან სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წევრი SRHR საკითხებზე გადამზადებული სოცილაური მუშაკები, რომელთაც აქვთ როგორც გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე ისე მიუსაფარ ბავშვთა თემებზე მუშაობის გამოცდილება.

ტრენინგი ჩატარდება 4/5 თებერვალს. თბილისში, ფიზიკურ გარემოში. სასტუმროში შესასვლელად დაგჭირდებათ ე.წ. მწვანე პასპორტი. შერჩეულ მონაწილეებს დეტალური დღის წესრიგი გადაეგზავნებათ წინასწარ.

შესაძლებელია რეგიონიდან მონაწილის მიღებაც.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა არაუგვიანეს 31 იანვრისა.

https://forms.gle/vNh6DXqz6ewebbeM9

No Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.