სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების წევრობა

💠სოციალურ მუშაკთა გაერთიანება არის სოციალური მუშაკების მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი  პროფესიული კავშირი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებსა და სტუდენტებს.

💠 ჩვენი პროფკავშირის წევრი შეუძლია გახდეს ადამიანს თუ:
👉სწავლობს სოციალურ მუშაობას და/ან აქვს ხარისხი ამ მიმართულებით.
👉 დასაქმებულია სოციალურ მუშაკად
👉 აქვს სოციალურ მუშაკად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება

💠 ჩვენი წევრი მნიშვნელოვანია იზიარებდეს თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებს, რომელსაც ეფუძნება როგორც თავად პროფესია ისე პროფესიული კავშირები.

💠 ჩვენ არ განვასხვავებთ ადამიანებს ასაკის, გენდერის, სოციალური კლასის, ორიენტაციისა და სხვა მახსიათებლების მიხედვით. ყველასთვის თანაბრად ვიბრძვით!

💠 პროფესიული კავშირის საწევრო შეადგენს 3 ლარს თვეში. სტუდენტებისთვის არ არის სავალდებულო საწევროს გადახდა.

💠 ფორმის შევსებით თქვენ გამოხატავთ სურვილს შემოუერთდეთ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებას. ჩვენი გამგეობა მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში განიხილავს განცხადების შინაარსს და დაგიკავშირებით 💜

გელოდებით ჩვენს რიგებში!

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობა

წევრობის ფორმა შეავსეთ ქვემოთ მოცემულ ლიკნზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd7GhQobepk4xfJnVfKS6uFAfhrKUwcnJH8jHhlVwFbGIKaow/viewform

2 Responses

  1. nana ამბობს:

    მინდა გავწევრიანდე თქვენ კგუფში რათა მაქსიმალურად ვავერთო ყველას აქტივებებში რადგან ეს მნიშვნოვანია ჩემი პროგესიული განვითარებისთვუს

  2. Sopo ამბობს:

    https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd7GhQobepk4xfJnVfKS6uFAfhrKUwcnJH8jHhlVwFbGIKaow/viewform შეავსეთ აღნიშნული განაცხადის ფორმა. ჩვენი გამგეობა განიხილავს თქვენს განაცხადს და გეცნობებათ პასუხი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.