სოციალური მუშაკების პროფესიული გადაწვის რისკების შემცირება – ახალი მომსახურება წევრებისთვის

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან პროფესიული გაერთიანების წევრებს შესთავაზებს ახალ მომსახურებებს, რომელთა მიზანი წევრების ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა და პროფესიული გადაწვის რისკების შემცირებაა. მომსახურების დანერგვამდე გაკეთდება საჭიროებების მოკვლევა და სამიზნე ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება შესაბამისი თერაპირული ღონისძიებები.


🌸 შეიქმნება სოციალურ მუშაობაზე ადაპტირებული კითხვარი პროფესიული
გადაწვის გასაზომად, რომელიც შესაბამის უწყებებში გაეგზავნებათ სოციალურ
მუშაკებს

🌸 მონაწილეთა არჩევის შემდეგ მოხდება მათი ინტერესების მიხედვით
დაჯგუფება;


🌸 შეიქმნება 5 თერაპიული მოდული სხვადასხვა მიმართულებებით;

🌸 თერაპიების დასრულების შემდეგ მოხდება მონაწილეთა ფსიქო-ემოციური
მდგომარეობასა და პროდუქტიულობაზე დაკვირვება;

🌸 ჩატარდება ორდღიანი ტრენინგი , რა დროსაც ფსიქოლოგი (ქოუჩერი)
ასწავლის ყველა მონაწილეს მომავალში პროფესიული გადაწვის რისკების
პრევენციას და საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას;

აღნიშნული აქტივობა პირველ რიგში პროფესიული გადაწვის ზღვარზე მყოფ სოციალურ
მუშაკებს დაეხმარება დაძლიონ პროფესიული კრიზისი და გაიუმჯობესონ მენტალური
ჯანმრთელობა. ამასთანავე, ისწავლიან საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას და
ჯანმრთელობის დაცვას. პროფესიული გადაწვის პრევენციით საბოლოო ჯამში
ბენეფიციართა მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

პროექტის დასრულების შემდგომ მოხდება აღნიშნული თერაპიული მოდულებს შევთავაზებთ სოციალური მუშაკების დამსაქმებლებს როგორც სამთავრობო დაწესებულებებს ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მომსახურების მიღება შეეძლებათ სოცილურ მუშაკთა გაერთიანების წევრებს.

აღნიშნული თერაპიული მომსახურების შექმნის საშუალება მოგვცა ქალთა ფონდმა საქართველოში, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით.

3 Responses

  1. პროფესიით სოციალური მუშაკი დაინტერესებული ვარ პრიფესიული გადაწვის შესახებ ახალი ტექნიკების, ინფორმაციის მიღებით, რათა შემდგომ გავუზიარო ჩემს კოლეგებს-ზოგადსაგაანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე სოციალურ მუშაკებს.

  2. ნინო კიკნაძე ამბობს:

    მაქვს სურვილი , აღნიშნულ თემაზე ტრენინგზე დასწრების და იმფორმაციის მიღების, მადლობა წინასწარ ❤️

  3. იზაბელა ამბობს:

    მინდა შევძლო პროფესიული გადაწვის რისკის პრევენცია რათა დავეხმარო საკუთარ თავს გავხდე უფრო ეფექტური, თავიდან ავირიდო პროფესიული გადაწვით გამოწვეული რისკები/ზიანი და ამასთანავე დავეხმარო კოლეგებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.