ვაკანსია – ტრენერთა ტრენერი

Სოციალურ მუშაკთა გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას ტრენერთა ტრენერის პოზიციაზე. Კერძოდ, ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მომავალ ტრენერებს ჩაუტარებს ორდღიან ტრენინგს თემაზე “ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და აღსრულების მექანიზმები საქართველოში”.  Შერჩეული ტრენერი ასევე მოამზადებს სახელმძღვანელოს ამავე თემებზე.

Საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების სრულყოფილი ცოდნა
  • Დისკრიმინაციული შემთხვების მართვის გამოცდილება
  • Სოციალური მუშაობის სპეციფიკის ცოდნა
  • Უმაღლესი იურიდიული განათლება

Ტრენინგების ჩატარების სავარაუდო თარიღია : ოქტომბერი

Სახელმძღვანელოს მომზადების ვადა: 15 ნოემბრამდე

Მომსახურების ჯამური სარგო შეადგენს 850 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტს ლარში გადასახადების ჩათვლით.

Განვიხილავთ როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ განაცხადებს.

ვაკანსია გამოცხადებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის პრევენცია და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობა სოციალური მუშაკების გაძლიერების გზითა და მათი ჩართულობით” ფარგლებში.

Დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (რომელიც მოიცავს განაცხადში მითითებულ გამოცდილების შესახებ ჩანაწერს) და სამოტივაციო წერილი ფოსტაზე: swunion1@gmail.com.  შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამავე ელექტრონულ ფოსტაზე და/ან ტელეფონზე – 598500161

Განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *