პრეს-რელიზი

ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე:
სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულება


2021 წლის 2 დეკემბერს (Zoom პლატფორმის გამოყენებით), ევროკავშირის მხარდაჭერით “სოციალურ
მუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების
შეფასების შედეგებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართა. კვლევამ აჩვენა, რომ პასუხისმგებელი
სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021 წლის 1 ივნისამდე შესასრულებელი 6 ამოცანის
13 ღონისძიებიდან, სრულად შესრულდა მხოლოდ 2 და ნაწილობრივ შესრულდა 10.
შეხვედრას ესწრებოდნენ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების
წარმომადგენლები, კერძოდ სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, სსიპ – სპეციალური
პენიტენციური სამსახურის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ავერსის კლინიკის
წარმომადგენლები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და
განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ჯამში 15 სტუმარი.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა ნათია მაჭარაშვილმა
განაცხადა, რომ მათ შემუშავებული აქვთ ყველა ნორმატიული აქტის ბრძანების პროექტი, რომელიც
უახლოეს პერიოდში დამტკიცდება, ხოლო ავერსის კლინიკის სოციალურმა მუშაკებმა განაცხადეს, რომ
„არსებული სასერტიფიკატო კურსი ნამდვილად არ არის საკმარისი სოციალური მუშაობის
სრულყოფილად დასაუფლებლად“.
შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია
სამოქმედო გეგმის აღსრულებისა და პროცესის მნიშვნელობის შესახებ. პასუხისმგებელმა უწყებებმა
ისაუბრეს კანონის აღსრულებისას შექმნილ სირთულეებზე. ყველა უწყების წარმომადგენელმა ერთხმად
აღნიშნა, რომ მათთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს კადრების დეფიციტი.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის (2019-2022წ)
“უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს
„საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან

  • „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა
    კავშირთან“ ერთად. პროექტის მიზანია: საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების
    განვითარება, სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და
    ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.
    საკონტაქტო პირი: სოფიკო ხვთისიაშვილი, სოციალურ მუშაკთაგაერთიანება; sofkhvtisiashvili@gmail.com, 591800664

Social Workers Union held EU supported round table discussion on the assessment results of the Action Plan implementation
of the Law on Social Work

On December 2, 2021 (via Zoom platform) Social Workers Union held EU supported round table discussion on the
assessment results of the Action Plan implementation of the Law on Social Work. The evaluation results of the
Action Plan implementation showed that out of 13 planned activities to be implemented by June 1, 2021, only 2
activities were fully and 10 partially fulfilled.
The representatives of the Center of Strategic Research and Development of Georgia and responsible agencies to
implement the Action Plan, including National Agency for Crime Prevention, Non-custodial Execution and
Probation, Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labor, Health and Social
Affairs of Georgia, LEPL Agency For State Care And Assistance For the (Statutory) Victims of Human trafficking,
National Probation Agency, Center for Psycho-Social Services of the Resource Officer of the Educational
Institution, Ilia State University and Aversi Clinic attended the meeting.
“We have developed a draft order of all normative acts, which will be approved in the near future,- said Natia
Macharashvili, the representative of the Office of Resource Officers of Educational Institutions;
“The existing certification course is not enough to fully learn the social work profession, “- mentioned social
workers from Aversi Clinic.
After presenting the evaluation results, the discussion was held on the process and importance of implementation
of the action plan. The stakeholders discussed the difficulties occurring during the implementation of the law.
Representatives of all agencies noted that one of the most acute problems was the shortage of the staff.
The presentation is a part of the three-year project – “Promotion of Rights Based Social Services for People with
Disabilities and Elderly” – implemented by The Center of Strategic Research and Development of Georgia in
partnership with the Georgian Public Interests Defense Association (Telavi, Kakheti region) and Young
Pedagogues Union (Ozurgeti, Guria region) and supported by the EU. The project aims at developing such social
services in Georgia where social, cultural and economic rights of vulnerable groups, including the people with
disabilities and elderly, are respected and promoted.
Media Contact: Sofiko Khvtisiashvili, research coordinator, Social Workers Union; sofkhvtisiashvili@gmail.com,
591800664

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *