რათა მოქალაქე არ დარჩეს ბენეფიციარად – “ერთად ერთმანეთისთვის” სოციალური მუშაკების ინიციატივა

„ერთად ერთმანეთისთვის“ იმერეთის რეგიონის სოციალური მუშაკების ახალი ინიციატივაა. მისი მიზანი რეგიონში არსებულ სერვისებს შორის მაქსიმალური კოორდინაცია და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაა. საინიციატივო ჯგუფი სოციალური მუშაკის მაია ქამუშაძის ინიციატივით შეიქმნა და ამ ეტაპზე არა ერთ სოციალურ მუშაკს და მოქალაქეს აერთიანებს.

როგორც ჯგუფის ორგანიზატორები განმარტავენ, სოციალური მუშაობის ძირითადი ფუნცია ამ ეტაპზე დაკარგულია და ის უმეტესწილად სერვისის მიწოდებაზეაო ორიენტირებული, ხოლო სოციალურ მუშაკებს არ ჰყოფნით რესურსი ამა თუ იმ სერვისის მიწოდებამდე არსებულ “ფანჯრის პერიოდში” არსებული საჭიროებები დაუკმაყოფილონ მოქალაქეებს.

ჯგუფი ერთ-ერთი მიზანია ასევე ხელი შეუწყოს მიზნობრივი დახმარებების მაქსიმალურ ეფექტიანობას, რათა დამხარება დახმარებისთვის არ იყოს გაცემული და მან რელაური შედეგი მოიტანოს. ხოლო ის ბენეფიციარები, რომლებმაც ესა თუ ის დახმარება მიიღეს და ფეხზე დადგნენ, შემდგომში თავად ეხმარებიან სხვებს, რაც მათ თავს აგრძნობინებს ღირებულად და არ ტოვებს „ბენეფიციარის“ კატეგორიაში.

ორგანიზატორები განმარტავენ, რომ სოციალური მუშაკები პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში ხშირად აწყდებიან ისეთ საჭიროებებს, რომელსაც არცერთი პროგრამა არ ფარავს. დისტანციური სწავლების პროცესში განსაკუთრებით აქტუალური გახდა კომპიუტერისა და ინტერნეტის ქონა, რათა ბავშვებს არ შეეზღუდოთ განათლების მიღების შესაძლებლობა. ამგვარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჯგუფის წევრების პირადი რესურსების გარდა სასურველია მოქალაქეების მხარდაჭერაც.

ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობა შეგიძლიათ თანხისა თუ სხვადასხვა რესურსების შეწირვით.

საბანკო ანგარიში:GE92LB0711134305446000

მიმღები: მაია ქამუშაძე

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *