📢📢📢
სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი სოციალურ მუშაკებს და მომავალ სოციალურ მუშაკებს 23,24, 30 და 31 მაისს გთავაზობთ სემინარებს თემაზე – შრომის უფლებები და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები.
სოციალური მუშაკები როგორც მაღალი ეთიკისა და ღირებულებების მატარებელი პროფესიის წარმომადგენლები, მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით იცნობდნენ შრომითი ურთიერთობების სპეციფიკას, რაც დაეხმარებათ გაიუმჯობესონ სამუშაო გარემო და უფრო ეფექტურად დაეხმარონ ბენეფიციარებს. ასევე საჭიროებისამებრ მოახდინონ ბენეფიციარის პირველადი კონსულტირება შრომასთან დაკავშირებულ საკითხებში.
შეხვედრების მიზანია:
💠გამოუმუშაოს მსმენელებს შრომითი ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების სწორად გაგებისა და პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების უნარი.
💠 შეასწავლოს მსმენელებს საქართველოს შრომის კოდექსი.
💠 აგრეთვე ასწავლოს მსმენელებს თანამედროვე შრომითი და მასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების ანალიზი, შრომის სამართლებრივი რეგულირების სფეროში მოქმედი სტანდარტები. შეასწავლოს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები.
💠 ასწავლოს დასაქმებულებს როგორ მოახდინონ მათი უფლებების დარღვევის პრევენცია.
💠 გააცნობიეროს დასაქმებლები სამუშაო ადგილზე ორგანიზების აუცილებლობაში.
💠 ასწავლოს დასაქმებულებს, თუ როგორ დაიცვან თავი დამსაქმებელთა მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
სემინარების შემდგომ საჭიროებისამებრ გავაგრძელებთ მონაწილეების კონსულტირებას და მხარდაჭერას.
სემინარს გაუძღვებიან სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის წევრები.
- 23 მაისი – დასაწყისი: 12 საათზე. ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
- 24 მაისი – დასაწყისი: 12 საათზე. ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
- 30 მაისი – დასაწყისი: 12 საათზე. ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
- 31 მაისი – დასაწყისი: 12 საათზე. ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე 591800664 და/ან ელექტრონულ ფოსტაზე: swunion1@gmail.com
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება დაინტერესებულ და აქტიურ მსმენელებთან განიხილავს სამომავლო თანამშრომლობას
მონაწილეობის მსურველება გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfg0q3p55FHydCWdnT0od2SdpU0-awgJNYQFdPEDCV8wpxVww/viewform
No Responses