Საქართველოში კანონი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ 2014 წლიდან არსებობს, თუმცა, სოციალური მუშაკები კანონის ამოქმედებისა და ანტიდისკრიმინიცული მექანიზმების გამოყენების პროცესში ნაკლებად არიან ჩართულნი. Მიუხედავად იმისა რომ ისინი ხშირად მუშაობენ დისკრიმინაციის მსხვერპლ ინდივიდებთან თუ ჯგუფებთან.
Ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სოციალური მუშაკების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა, რათა ისინი დაეხმარონ ბენეფიციარებს დისკრიმინაციის იდენტიფიცირებასა და საკუთარი თავის დაცვის პროცესში.
Ტრენინგზე განსახილველი თემებია:
- დისკრიმინაციის ცნება
- საქართველოს კანონი „დიკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.“
- სახალხო დამცველი – დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის ორგანო
- სექსუალური შევიწროება
- დისკრიმინაცია და სასამართლოში მიმართვის უფლება
- შრომის კოდექსი – დისკრიმინაციის აკრძალვა და შრომითი ურთიერთობები
- დისკრიმინაციული დანაშაულები სისხლის და სამოქალაქო სამართლის კოდექსში
- საერთაშორისო მექანიზმები
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია სოციალურ მუშაკს, ვინც მინიმუმ ერთი წელი დასაქმებულია პრაქტიკოსად.
Ტრენინგს გაუძღვებიან სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ტრენერები: სოციალური მუშაკი და იურისტი
Გთხოვთ, შეავსოთ თანდარული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
Ტრენინგის ჩატარების ადგილია თბილისი
Თარიღები: 18-19 ნოემბერი 12-18 საათი
მსურველებმა, გთხოვთ, შეავსეთ თანდარული ფორმა არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
https://forms.gle/5sjwXYV7eeh9tbxP8
Ტრენინგი ტარდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის პრევენცია და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობა სოციალური მუშაკების გაძლიერების გზითა და მათი ჩართულობით” ფარგლებში.
No Responses