სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის მეორე ალტერნატიული ანგარიში

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გთავაზობთ მეორე ალტერნატიულ ანგარიშს
„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასებასთან
დაკავშირებით.


ანგარიშის მიზანია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით
განსაზღვრული ამოცანების განხორციელების და მისი ეფექტიანობის შეფასება. კვლევამ
აჩვენა, რომ პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021
წლის 1 ივნისამდე შესასრულებელი 6 ამოცანის 13 ღონისძიებიდან, სრულად შესრულდა
მხოლოდ 2 და ნაწილობრივ შესრულდა 10, ხოლო 1 ღონისძიებას სტატუსი არ მიენიჭა.
შეფასების მიხედვით, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ჯანდაცვის
სექტორსა და მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის დანერგვა, კანონმა უფრო
დააზიანა პროფესია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.


ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის
(2019-2022წ) “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების
ცენტრი“ ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს საზოგადოებრივი
ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ ერთად.
პროექტის მიზანია: საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარება,
სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების
და ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.

დოკუმენტი იხილეთ სრულად:

https://drive.google.com/file/d/1GAqM86VAKp46UkQPg3lhKi76c_fBWpEF/view?usp=sharing

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *