სოციალურ მუშაკებს გიწვევთ შრომის უფლებების შესახებ ორგანიზებულ ტრენინგებზე

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წარმოადგენს სოციალური მუშაკების დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს. ამჟამად ვაერთიანებთ 150-ზე მეტ სტუდენტ და პრაქტიკოს სოციალურ მუშაკს მთელი საქართველოდან. ჩვენი მისია საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობაა სოციალური მუშაობის განვითარების გზით. ამ გზაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი წევრების ცოდნით აღჭურვა შრომით უფლებებსა და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმების შესახებ, რათა არა მხოლოდ ადეკვატური რეაგირება იქონიონ უფლებადარღვევის ფაქტზე, არამედ მოახდინონ კიდევაც მისი პრევენცია.

ამჟამად სოციალურ მუშაკებს როგორც სტუდენტებს ისე პრაქტიკოსებს ვთავაზობთ ორდღიან ტრენინგებს თემაზე – შრომის უფლებები და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები. ტრენინგს გაუძღვებიან სოციალურ მუშაკთა გაერთიანების დამფუძნებლები. ტრენინგის ხანგრძლივობა თითოეულ დღეს იქნება 2 საათი და 30 წუთი.

ტრენინგზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

🔸 საქართველოს შრომის კოდექსში შესული უახლესი ცვლილებები

🔸 სოციალური მუშაობის პროფესიული ჩარჩო – კანონი სოციალური მუშაობის შესახებ (2018) და მისი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი

🔸 არასრულწლოვანთა შრომასთან დაკავშირებული საკითხები

🔸 შრომის ხელშეკრულება, ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები

🔸 პროფკავშირული საქმიანობა – თემის მობილიზაცია, გაფიცვა, კოლექტიური ხელშეკრულებები

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა. განცხადების მიღების ბოლო ვადა არის 09.05.2021.

https://forms.gle/AVq9v4hwqp98sT2k7

ტრენინგები ტარდება ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *