სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წევრობაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2019 წელს 61 სოციალური მუშაკის მიერ დაფუძნდა. სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ხელმძღვანელობის კოლეგიური ორგანოა გამგეობა. გამგეობას 9 წევრის შემადგენლობით 4 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება.
ვინ შეიძლება გახდეს გამგეობის წევრი?
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის წევრი შეიძლება გახდეს: სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წევრი;
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის უფლება-მოვალეობებია:
- საერთო კრების მიერ დამტკიცებული სამუშაო პროგრამისა და გეგმების განხორციელება;
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანების პროექტების მომზადება და წარდგენა;
- დადგენილი წესით ან რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა და მისი ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
- გადაწყვეტილებების მიღება წევრთა მიღებაზე და მათ გარიცხვაზე ორგანიზაციიდან.
- კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობა გაერთიანების საქმიანობაში
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის ვალდებულებაა:
- დაიცვას სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
- ხელი შეუწყოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;
- გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.
- გაუფრთხილდეს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას. .
გამგეობის წევრების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობა მოხდება წევრის ჩართულობოთ სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ამ დრომდე განხორციელებულ საქმიანობასა და სამოტივაციო წერილის მიხედვით
განაცხადის მიიღების ბოლო ვადა 2023 წლის 20 თებერვალი!
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობისა და გამგეობის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება მარტის თვეში.
იხ. განაცხადის ფორმა:
No Responses