სოციალურ მუშაკთა გაერთიანება აცხადებს კონკურსს ფასილიტატორის შესარჩევად 

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს “ სოციალური მუშაკების გაძლიერება საქართველოში  პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეწყობის გზით“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია  “ქალთა ფონდი საქართველოში“. 

მოცემული პროექტის მიზანია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ორანიზაციული გაძლიერება და ორგანიზაციის განვითარების ეფექტური შესაძლებლობის შექმნა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა.

მოცემული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის წევრებისთვის  გასვლითი 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელის მიზანი წევრთა დაახლოება, შესაძლებლობებისა და ინტერესების გაზიარება და ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვაა. სწორედ ამ შეხვედრისთვის სოციალურ მუშაკთა გაერთიანება აცხადებს კონკურსს ფასილიტატორის შესარჩევად. 

ფასილიტატორის მოვალეობებია: 

  • გამგეობის წევრებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების ხელშეწყობა
  •  ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის გადახედვასა და სამომავლო გეგმების დასახვის ხელშეწყობა
  • გამგეობის ყველა წევრის აქტიური ჩართულობით 6 თვის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ორგანიზაციის ზრდა-განვითარებისკენ მიმართული ყველა ღონისძიება, თითოეული ღონისძიების შესრულების თარიღი, ღონისძიების შექმნაზე პასუხისმგებელი პირი.

კანდიდატს მოეთხოვება ორგანიზაციული განვითარების დოკუმენტებზე და ფასილიტატორად მუშაობის გამოცდილება.

გასვლითი შეხვედრის თარიღია 5-6 აგვისტო. (გასვლა 5-ში დილით და დაბრუნება 6-ში საღამოს)

ფასილიტატორის ანაზღაურება განისაზღვრება 600 კანადური დოლარის კურსით            სახელმწიფო გადასახადების ჩათვლით, რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის საპენსიო შენატანს.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა: 24 ივლისის 18 საათი, 2023 წელი

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/fbMbvZtccFGvgzzs6

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მაილზე:swunion1@gmail.com

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *