სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს- „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილების პროცესში”, რომლის ფარგლებშიც ტარდება კონფერენცია სოციალური მუშაკების მონაწილეობით. კონფერენციის მიზანია სოციალური მუშაკების ჩართულობის ხელშეწყობა სოციალური პოლიტიკის ადვოკატირების პროცესში და ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და შეგროვება.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვეძებთ საკონფერენციო ნაშრომის ავტორებს, რომლებმაც უნდა დაწერონ ნაშრომი შემდეგ თემებზე:
1. სოციალური მუშაკების ჩართვა კანონშემოქმედებით პროცესში
2. სოციალური სერვისების შექმნის/გაუმჯობესების ადვოკატირება
3. პროფკავშირული საქმიანობა და შრომითი უფლებების ადვოკატირება
4. სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივა
🔶 დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და საკონფერენციო ნაშრომი გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე swunion1@gmail.com. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ -“კონფერენცია სოციალური მუშაობაში”. კითხვების შემთხვევაშიც მოგვმართეთ ამავე ელექტრონულ ფოსტაზე.
🔶საკონფერენციო ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 – მაქსიმუმ 15 გვერდს. ნაშრომზე მუშაობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, წყვილში.
🔶 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი.
კონფერენციის ჩატარების თარიღი : 5-6 ივლისი. ადგილმდებარეობა- თბილისი. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ მონაწილეობა ზუმის აპლიკაციის მეშვეობით.
პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით.