სტუდენტი სოციალური მუშაკების ინფორმირება შრომის უფლებებსა და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმებზე

სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აგრძელებს შეხვედრებს თემაზე სოციალური მუშაკების შრომის უფლებები და სამართლებრივი დაცვის მექანიზმები საქართველოში. ამჯერად დასასწრებად ვიწვევთ სტუდენტ სოციალურ მუშაკებს.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფკავშირის წევრ, ისე არაწევრ სოციალურ მუშაკებს.

შეხვედრების მორიგი სერია ჩატარდება 2020 წლის 4 და 5 დეკემბერს. ონლაინ პლატფორმა zoom_ის საშუალებით. დასაწყისი 4 დეკემბერს 18 საათზე. 5 დეკემბერს 11 საათზე . თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი.

ტრენინგს გაუძღვებიან სოციალურ მუშაკთა გაერთიანების დამფუძნებლები მარიამ ბანძავა და ქეთევან ხუციშვილი.

შეხვედრებზე განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • სოციალური მუშაობის შესახებ კანონი და სამოქმედო გეგმა
  • საქართველოს შრომის კოდექსი და მასში შეტანილი უახლესი ცვლილებები
  • დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები და წარმატებული პრეცენდენტები
  • პროფკავშირული საქმიანობა და სოლიდარობის მნიშვნელობა მშრომელთა შორის

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა:

https://forms.gle/J2N5WWnwMax8Lv228

One Response

  1. მსურს, გამოვხატო დაინტერესება და დავესწრო აღნიშნულ ვებინარს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *