ტრენერთა ტრენერის ვაკანსია – რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა და უფლებების ხელმისაწვდომობა მიუსაფარი ბავშვებისთვის

 „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ წარმოადგენს სოციალურ მუშაკთა პროფესიულ კავშირს, რომელიც დაარსდა 2019 წლის 10 აპრილს. ორგანიზაციის მისიაა საზოგადოებაში სამართლიანობის დამკვიდრება სოციალური სამუშაოს განვითარების გზით. მისი მიზანია დაიცვას წევრების შრომითი უფლებები და იზრუნოს მათ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და გამოიწვიოს სასარგებლო ცვლილებები სოციალური მუშაობის ბენეფიციარების ცხოვრებაში.

პროექტის შესახებ:

 „ქალთა ფონდი საქართველოში“ დაფინანსებით სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს „მიუსაფარ ბავშვთა ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის სერვისებზე“, რომელიც გულისხმობს მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის (ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, აღმზრდელები, სპეცპედაგოგები, თანასწორგანმანათლებლები) ტრენინგების ჩატარებას სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, რომელიც მორგებული იქნება ქართულ რეალობაზე და გაჯერებული იქნება პრაქტიკული სავარჯოშოებით.

პოზიცია: ტრენერთა ტრენერი

ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: 900 ლარი

ტრენერთა ტრენერის ფუნქცია-მოვალეობები:

  • უზრუნველყოს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ტრენინგ მოდულის შემუშავება ტრენერებისთვის, რომლებიც არიან სოციალურ მუშაკთა გაერთიანების თანამშრომლები;
  • უზრუნველყოს ტრენინგების დროული და ხარისხიანი წარმართვა;
  • ტრენერთა ტრენინგის შემდეგ ჩაერთოს არჩეულ ტრენერებთან ერთად ძირითადი ტრენინგ მოდულის შემუშავებაში, რომელიც მორგებული იქნება ქართულ რეალობასა და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებს;

ტრენერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის სფეროში უმაღლესი განათლება (სასურველია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით ან სოციალური სამუშაოს, გენდერის კვლევების ან ფსიქოლოგიის კუთხით)
  • ტრენერად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის შესახებ სათანადო ცოდნა და გამოცდილება;
  • არასრულწლოვანთა რეპროდუქციული უფლებების შესახებ სათანადო ცოდნა.
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • არგუმენტირებული მსჯელობის/საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
  • კომუნიკაციის პროცესის წარმატებით წარმართვისა და ჯგუფთან მუშაობის უნარი.

ტრენერის სამუშაო დატვირთვა:

ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება ტრენინგების ჩატარების რაოდენობით, ერთი ტრენინგის ანაზღაურება მოიცავს 300 ლარს, სულ ჩასატარებელია 3 ტრენინგი, რაც ჯამში მოიცავს 900 ლარს გადასახადების ჩათვლით.

ტრენერთა ტრენინგები ჩატარდება 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: swunion1@gmail.com (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ვაკანსია – ტრენერთა ტრენერი) წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება). სასურველია ,თუ განაცხადს თან ეხლება TOT ის სერთიფიკატი, ცნობა უმაღლესი განათლების შესახებ და სერთიფიკატი სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სოფიკო ხვთისიაშვილს – 591800664

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 10 სექტემბერი, 2020 წელი

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *