2022 წლის 5 ოქტომბერს 19 საათზე სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც შეეხება MASHAV-ის სასწავლო კურსებს.
შეხვედრას გაუძღვება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის სოციალური მუშაკი, სოციალური მუშაობის მაგისტრი თეონა თოდრაძე. თეონა 2022 წლის პროგრამის “Gender-based violence: Effective Interventions and Survivor Centered Approach” ერთ-ერთი გამარჯვებული და მონაწილეა საქართველოდან. ის 2 კვირის მანძილზე იმყოფებოდა ისრაელში და ესწრებოდა თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს დასახელებულ თემებზე.
მსგავსი შესაძლებლობა განსაკუთრებით საინტერესოა სოციალური მუშაკებისათივს, რის გამოც გვსურს ყველას მივაწვდინოთ ხმა და გავუზიაროთ პრაქტიკული რჩევები პროგრამის შესახებ.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა.
https://forms.gle/sZry8bARB3YJ8oEZ9
შეხვედრამდე!
No Responses