ავტორი: Ketevan

2022 წლის 5 ოქტომბერს 19 საათზე სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც შეეხება MASHAV-ის სასწავლო კურსებს. შეხვედრას გაუძღვება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის სოციალური მუშაკი, სოციალური მუშაობის მაგისტრი თეონა თოდრაძე. თეონა 2022 წლის პროგრამის “Gender-based violence: Effective Interventions and Survivor Centered Approach” ერთ-ერთი გამარჯვებული და მონაწილეა საქართველოდან. ის 2 კვირის მანძილზე იმყოფებოდა ისრაელში და ესწრებოდა […]
სოციალური მუშაკები უდიდეს როლს თამაშობენ მიუსაფარი ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროცესში. სწორედ ისინი ზრუნავენ, ბავშვების უფლებების დაცვისათვის. მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვისა და განხორციელებისთვის. მოუსმინეთ ინგა გაბაძეს – სოციალურ მუშაკს, რომელიც საქართველოს კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა კრიზისულ ცენტრს ხელმძღვანელობს. ასევე ვოლდ ვიჟენ საქართველოს კრიზისული ცენტრის სოციალურ მუშაკს სოფო დეკანაძეს. სოციალურ მუშაკთა […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან პროფესიული გაერთიანების წევრებს შესთავაზებს ახალ მომსახურებებს, რომელთა მიზანი წევრების ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა და პროფესიული გადაწვის რისკების შემცირებაა. მომსახურების დანერგვამდე გაკეთდება საჭიროებების მოკვლევა და სამიზნე ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება შესაბამისი თერაპირული ღონისძიებები. 🌸 შეიქმნება სოციალურ მუშაობაზე ადაპტირებული კითხვარი პროფესიულიგადაწვის გასაზომად, რომელიც შესაბამის უწყებებში გაეგზავნებათ სოციალურმუშაკებს 🌸 მონაწილეთა […]
📣სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მიმღებ მშობლებს ან მიმღები მშობლობის მსურველ პირებს. ვთავაზობთ ერთდღიან ტრენინგს (ტრენინგი ჩატარდება ფიზიკურ გარემოში, ერთ-ერთ სასტუმროში,უსაფრთხოების სრული წესის დაცვით, ) და მხარდაჭერას შესაბამისი მასალებით, რომელიც ადგილზე გადაეცემათ მონაწილეებს. თითოეული ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 10. სატრენინგო თემები მოიცავს:  სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისჩარჩოს საქართველოში არსებული სერვისებისა […]
ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე:სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულება 2021 წლის 2 დეკემბერს (Zoom პლატფორმის გამოყენებით), ევროკავშირის მხარდაჭერით “სოციალურმუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულებისშეფასების შედეგებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართა. კვლევამ აჩვენა, რომ პასუხისმგებელისახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021 წლის 1 ივნისამდე შესასრულებელი 6 ამოცანის13 ღონისძიებიდან, სრულად […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გთავაზობთ მეორე ალტერნატიულ ანგარიშს„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასებასთანდაკავშირებით. ანგარიშის მიზანია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმითგანსაზღვრული ამოცანების განხორციელების და მისი ეფექტიანობის შეფასება. კვლევამაჩვენა, რომ პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021წლის 1 ივნისამდე შესასრულებელი 6 ამოცანის 13 ღონისძიებიდან, სრულად შესრულდამხოლოდ 2 და ნაწილობრივ შესრულდა 10, ხოლო 1 ღონისძიებას სტატუსი […]
Სოციალურ მუშაკთა გაერთიანება არის სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც დაფუძნდა 2019 წელს. Კავშირი აერთიანებს საქართველოში სოციალურ მუშაკთა თემს. Ჩვენ Ვზრუნავთ თემის წევრების შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე, სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებაზე, სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის შექმნასა და დავრცელებაზე. Კონკურსის პირობები: Ჩასატარებელია კვლევა სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მზრუნველობა-მეურვეობის სოციალურ მუშაკების პროფესიული გადაწვის თაობაზე. Რა გავლენა […]
ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების კოლექტიური შრომითი დავის პროცესს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უზრუნველყოს მედიაციის პროცესის წარმოება და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შესაქმნელად საჭირო, მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების-სოციალური აგენტების, უფროსი სოციალური აგენტების, სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და მთავარი სპეციალისტები […]
გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს  შრომის სამინისტროს ინიციატივას შრომის ინსპექციის სამსახურის დახმარებით მოიკვლიოს ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების შრომისა და სახელფასო უფლებრივი მდგომარეობა. მიუხედავად უწყებებისგან დაგვიანებული რეაგირებისა, მივესალმებით ამ ნაბიჯს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შედეგად სამედიცინო პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება. COVID-19-ის პანდემიამ საგრძნობლად გააუარესა მედმუშაკების (განსაკუთრებით ექთნებისა და სანიტრების) ისედაც მძიმე შრომითი პირობები. […]
წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ,ადამიანის უფლებათა სახლის მხარდაჭერით, პროექტის “Covid19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU)მიერ, რომელსაც ახორციელებს ERIM და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT). პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქოსაზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა. ეს […]