დღე: აპრილი 28, 2022

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს-„ სოციალური მუშაობა და ფემინიზმი“, რომლის მიზანია ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით. მოცემული პროექტის ფარგლებში 2022 წლის 16 და 17 მაისს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება სოციალური მუშაობის ფემინისტური მხარით დაინტერესებულ პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს გიწვევთ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგის მიზანია, შერჩეულ სოციალურ მუშაკებში გააღვივოს ინტერესი სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივების შესახებ. […]
თანამედროვე სამყაროში, როდესაც ადამიანებმა ღირებულებების გადაფასება, სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობისა და არსის გათავისება დაიწყეს, გამოწვევების საპასუხოდ ჩამოყალიბდა ახალი პროფესია – სოციალური მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინა თავდაპირველად სიღარიბის დაძლევასა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას უკავშირდებოდა, დროის სვლასთან ერთად მკვეთრად გაფართოვდა საქმიანობის მიზნები, ღირებულებები და შეხედულებები. დღეს კი, XXI საუკუნეში, სოციალური მუშაობა მიზნად ისახავს სამყაროს იმგვარად შეცვლას, რომ […]