უფასო იურიდიული კონსულტაციები სოციალური მუშაკებისთვის


პროფესიული კავშირი “სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” ამიერიდან გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას 👨‍🎓
მომსახურების მიღება შეეძლებათ მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, მათ შორის პროფკავშირის არაწევრ სოციალურ მუშაკებსაც.

კონსულტაცია შეეხება შრომით უფლებებს, კერძოდ:
წინასახელშეკრულებო ურთიერთობა
წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე.
დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და მისგან თავის დაცვის მექანიზმები.
ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება.
შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლებასთან დაკავშირებული საკითხები. შრომითი ურთიერთობის შეჩერება.
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და მასთან დაკავშირებული საკითხები.
დავის წარმოშობა, მოლაპარაკებების წარმოება დამსაქმებელთან
გაფიცვა/ლოკაუტი
პროფკავშირული საქმიანობა და მასთან დაკავშირებული საკითხები.
დამსაქმებელთან ურთიერთობა და დოკუმენტაციის შედგენაში დახმარება.
სასამართლო დავები შრომითსამართლებრივ საკითხებზე.

➡️ კონსულტაციების გაცემა მოხდება: 🧭 მხოლოდ შაბათ დღეს, ⏰ 12:00 საათიდან 18:00 საათამდე; სატელეფონო 📲 და ონლაინ სახით 💻

➡️ კონსულტაციისთვის მოგვწერეთ მეილზე – swunion1@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე – 591986787

ანონიმური კითხვების შემთხვევაში შეავსეთ ქვემოთ მოცემული ლინკი ⬇️

https://docs.google.com/…/1vzEA2v0Oa4uSW7_-DeO6zqbXT7Q…/edit
რომლის პასუხი დაიდება კვირა დღეს სოციალურ მუშაკთა საერთო ჯგუფში.

No Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.