სემინარები სოციალური მუშაკებისთვის – შეჯამება

“სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა შეხვედრების ციკლი თემაზე – შრომის უფლებები და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები. ჯამში ჩატარდა 12 შეხვედრა.

შრომის საკითხების ზედმიწევნით ცოდნა ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი სოციალური მუშაკისათვის. პირველი, სოციალური მუშაობა, როგორც მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწვის რისკის მქონე პროფესია, უმნიშვნელოვანესია რეგულირდებოდეს სამართლებრივი დოკუმენტებით და დამსაქმებლები უქმნიდნენ სოციალური მუშაკებს ადეკვატურ სამუშაო პირობებს. მეორე მხრივ, სოციალურ მუშაკებს თავიანთი სამუშაოს განსახორციელებლად სჭირდებათ შრომის საკითხების ცოდნა, რათა დაიცვან ბენეფიციართა შრომის უფლებები. განსაკუთრებით არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით.

გარდა პროექტით გათვალისწინებული აქტივობებისა, ჩვენ ვთანხმდებით ნებისმიერ შემოთავაზებას და ვკითხულობთ სემინარებს სტუდენტებთან, მოსწავლეებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან, რომელსაც სოციალური მუშაობისა და შრომის უფლებების ურთიერთმიმართება აინტერესებს.

უახლოეს მომავალში “სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით დაინტერესებულ მსმენელებს შესთავაზებს მონაწილეობა მიიღოს სოციალურ მუშაკთა უფლებების სკოლაში.

No Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.