პროექტის წერა – კონკურსი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

📍სოციალურ მუშაკთა გაერთიანება 2023 წლის 23-24 სექტემბერს (შაბათ-კვირას) გიწვევთ პროექტის წერის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგს გაუძღვება ნანა ყურაშვილი- კონსულტანტი, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირი (IPU), ჟენევის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 

📍ტრენინგზე განხილული იქნება როგორც პროექტის წერის თეორიული ჩარჩო, ისე საგრანტო შესაძლებლობები და დატვირთული იქნება პრაქტიკული სამუშაოთი.

📍ტრენინგი განკუთვნილია მხოლოდ გაერთიანების წევრებისათვის. მათთვის, ვინც უახლოეს მომავალში აპირებს მიღებული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციოს. მონაწილეთა შერჩევის პროცესში ყურადღება მიექცევა სამოტივაციო წერილს, მონაწილეობის მსურველის პრაქტიკულ ხედვებსა და შესაძლებლობებს.

📍ტრენინგი ჩატარდება თბილისში 10-18 საათამდე, დასწრება სავალდებულოა სრულად ორივე დღეს. რეგიონიდან ტრანსპორტირების და სასტუმროში განთავსების ხარჯები არ დაიფარება ორგანიზაციის მიერ.

📍კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, იხილოთ თანდართული განაცხადის ფორმა და უპასუხოთ შეკითხვებს.

📍არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება.

📍ფორმის შევსების ბოლო ვადაა 5 სექტემბრის 18 საათი.

📍კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: swunion1@gmail.com, 595485070

ღონისძიების მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”

იხ. განაცხადის ფორმა:

https://forms.gle/uwk2tF6uwiifmAc36

No Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.