კატეგორია: განცხადებები

💠სოციალურ მუშაკთა გაერთიანება არის სოციალური მუშაკების მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი  პროფესიული კავშირი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებსა და სტუდენტებს. 💠 ჩვენი პროფკავშირის წევრი შეუძლია გახდეს ადამიანს თუ:👉სწავლობს სოციალურ მუშაობას და/ან აქვს ხარისხი ამ მიმართულებით.👉 დასაქმებულია სოციალურ მუშაკად👉 აქვს სოციალურ მუშაკად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება 💠 ჩვენი წევრი მნიშვნელოვანია იზიარებდეს თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებს, რომელსაც […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს-„ სოციალური მუშაობა და ფემინიზმი“, რომლის მიზანია ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით. მოცემული პროექტის ფარგლებში 2022 წლის 16 და 17 მაისს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება სოციალური მუშაობის ფემინისტური მხარით დაინტერესებულ პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს გიწვევთ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგის მიზანია, შერჩეულ სოციალურ მუშაკებში გააღვივოს ინტერესი სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივების შესახებ. […]
თანამედროვე სამყაროში, როდესაც ადამიანებმა ღირებულებების გადაფასება, სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობისა და არსის გათავისება დაიწყეს, გამოწვევების საპასუხოდ ჩამოყალიბდა ახალი პროფესია – სოციალური მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინა თავდაპირველად სიღარიბის დაძლევასა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას უკავშირდებოდა, დროის სვლასთან ერთად მკვეთრად გაფართოვდა საქმიანობის მიზნები, ღირებულებები და შეხედულებები. დღეს კი, XXI საუკუნეში, სოციალური მუშაობა მიზნად ისახავს სამყაროს იმგვარად შეცვლას, რომ […]
                                   ” ჩვენი ოპონენტები მართლები იყვნენ,როცა ხვდებოდნენ,                                                                                 რომ ჩვენ მეტი გვინდოდა”-  ელის სალომონი პროფესიათა ისტორიულ ექსკურსებში სოციალური მუშაობისა და ფემინიზმის ურთიერთმიმართება უნიკალური გამოცდილებაა. სოციალურ სამუშაოში ფემინისტური ღირებულებები არცერთი “ტალღის” გამოძახილი არ ყოფილა -“მიწაზე მყარად მდგომი რეალისტებისა” და ნათელი ხედვის მქონე იდეალისტების” ფილანტროპული მიზნების განხორციელება იმთავითვე “თავისუფლებისა” და “თანასწორობის” იდეით დაიწყო. ეს შემთხვევითი როდი გახლდათ. პიონერი სოციალური […]
ყველა სოციალური მუშაკი ფემინისტია! სოციალურ სამუშაოს და ფემინიზმს, საერთო ფასეულობათა ღერძი აქვთ და იზიარებენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები და პატივისცემა, თავისუფლება, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა. შესაბამისად, შეუძლებელია, გერქვას სოციალური მუშაკი და არ გაწუხებდეს ის უსამართლობა, უთანასწორობა და ჩაგვრა, რომელსაც განიცდიან ქალები პატრიარქალურ სამყაროში. სოციალურ სამუშაოში, განსაკუთრებით, რთულია იყო ინდიფერენტული გენდერული უთანასწორობის მიმართ მაშინ, როდესაც […]
📣სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მიმღებ მშობლებს ან მიმღები მშობლობის მსურველ პირებს. ვთავაზობთ ერთდღიან ტრენინგს (ტრენინგი ჩატარდება ფიზიკურ გარემოში, ერთ-ერთ სასტუმროში,უსაფრთხოების სრული წესის დაცვით, ) და მხარდაჭერას შესაბამისი მასალებით, რომელიც ადგილზე გადაეცემათ მონაწილეებს. თითოეული ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 10. სატრენინგო თემები მოიცავს:  სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისჩარჩოს საქართველოში არსებული სერვისებისა […]
ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე:სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულება 2021 წლის 2 დეკემბერს (Zoom პლატფორმის გამოყენებით), ევროკავშირის მხარდაჭერით “სოციალურმუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულებისშეფასების შედეგებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართა. კვლევამ აჩვენა, რომ პასუხისმგებელისახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021 წლის 1 ივნისამდე შესასრულებელი 6 ამოცანის13 ღონისძიებიდან, სრულად […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გთავაზობთ მეორე ალტერნატიულ ანგარიშს„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასებასთანდაკავშირებით. ანგარიშის მიზანია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმითგანსაზღვრული ამოცანების განხორციელების და მისი ეფექტიანობის შეფასება. კვლევამაჩვენა, რომ პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021წლის 1 ივნისამდე შესასრულებელი 6 ამოცანის 13 ღონისძიებიდან, სრულად შესრულდამხოლოდ 2 და ნაწილობრივ შესრულდა 10, ხოლო 1 ღონისძიებას სტატუსი […]
Სოციალურ მუშაკთა გაერთიანება არის სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც დაფუძნდა 2019 წელს. Კავშირი აერთიანებს საქართველოში სოციალურ მუშაკთა თემს. Ჩვენ Ვზრუნავთ თემის წევრების შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე, სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებაზე, სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის შექმნასა და დავრცელებაზე. Კონკურსის პირობები: Ჩასატარებელია კვლევა სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მზრუნველობა-მეურვეობის სოციალურ მუშაკების პროფესიული გადაწვის თაობაზე. Რა გავლენა […]
ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების კოლექტიური შრომითი დავის პროცესს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უზრუნველყოს მედიაციის პროცესის წარმოება და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შესაქმნელად საჭირო, მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების-სოციალური აგენტების, უფროსი სოციალური აგენტების, სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და მთავარი სპეციალისტები […]