საქართველოში კანონი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ 2014 წლიდან არსებობს, თუმცა, სოციალური მუშაკები კანონის ამოქმედებისა და ანტიდისკრიმინიცული მექანიზმების გამოყენების პროცესში ნაკლებად არიან ჩართულნი. Მიუხედავად იმისა რომ ისინი ხშირად მუშაობენ დისკრიმინაციის მსხვერპლ ინდივიდებთან თუ ჯგუფებთან.
სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სოციალური მუშაკების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა, რათა ისინი დაეხმარონ ბენეფიციარებს დისკრიმინაციის იდენტიფირებასა და საკუთარი თავის დაცვის პროცესში;
ტრენინგზე განსახილველი თემებია : დისკრიმინაციის ცნება; საქართველოს კანონი „დიკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.” სახალხო დამცველი – დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის ორგანო; დისკრიმინაცია და სასამართლოში მიმართვის უფლება; სექსუალური შევიწროება; შრომის კოდექსი – დისკრიმინაციის აკრძალვა და შრომითი ურთიერთობები; დისკრიმინაციული დანაშაულები სისხლის და სამოქალაქო სამართლის კოდექსში; საერთაშორისო მექანიზმები.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია სოციალურ მუშაკს, ვინც მინიმუმ ერთი წელი დასაქმებულია პრაქტიკოსად და ამჟამადაც იკავებს სოციალური მუშაკის პოზიციას. ტრენინგი განკუთვნილია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წევრებისთვის. მონაწილეთა შერჩევისას ყურადღება მიექცევა სამოტივაციო წერილს და უპირატესობა მიენიჭებათ ლგბტქი+ თემთან, არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებთან მომუშავე სოციალურ მუშაკებს.
ტრენინგს გაუძღვენიან სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ტრენერები: სოციალური მუშაკი და იურისტი;
ტრენინგი ჩატარდება ქალაქგარეთ, თბილისთან ახლოს.
თარიღი: 12-13 თებერვალი (კვირა-ორშაბათი)
თბილისიდან და თბილისამდე ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯი სრულად იფარება ორგანიზაციის მიერ.
გასვლა თბილისადან 12 თებერვალს დილის საათებში, ჩამოსვლა 13 თებერვალს საღამოს საათებში; დასწრება სავალდებულოა ორივე დღეს.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: swunion1@gmail.com
გთხოვთ შეავსოთ აღნიშნული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 1-ლი თებერვლის 18 საათისა.
No Responses