Category: განცხადებები

 „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ წარმოადგენს სოციალურ მუშაკთა პროფესიულ კავშირს, რომელიც დაარსდა 2019 წლის 10 აპრილს. ორგანიზაციის მისიაა საზოგადოებაში სამართლიანობის დამკვიდრება სოციალური სამუშაოს განვითარების გზით. მისი მიზანია დაიცვას წევრების შრომითი უფლებები და იზრუნოს მათ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და გამოიწვიოს სასარგებლო ცვლილებები სოციალური მუშაობის ბენეფიციარების ცხოვრებაში. პროექტის შესახებ:  „ქალთა ფონდი საქართველოში“ დაფინანსებით სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს „მიუსაფარ […]
სოცილაურ მუშაკთა გაერთიანება ეხმაურება სოციალური მუშაკების მიმართ ბოლო პერიოდში გავრცელებულ არასწორ და მათი საქმიანობის მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა ნეო-ნაცისტური ჯგუფების მხრიდან. ვრცელდება სოციალური მუშაკების სახელები, გვარები, ფოტოები და ისინი ხდებიან საზოგადოების აგრესიის სამიზნე. სოციალური მუშაკები მოხსენიებული არიან, როგორც “ზონდერები”, “ბავშვების გამყიდვლენი” და სხვა. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ სოციალური მუშაკები მოქმდებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე […]
📣📣📣 სოციალურ მუშაკთა გაერთიანება იწყებს სატრენინგო სერიების ახალ ციკლს „სოციალური მუშაკების უფლებების სკოლას“. შეხვედრების მეორე სერია ჩატარდება 2020 წლის 25 და 26 ივლისს, თბილისში, სასტუმრო ბომონდ გარდენში. (ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით) მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 12.
სოციალური მუშაობა ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსე პროფესიაა. ამ პროფესიის მთავარ საფუძვლებს სოლიდარობა, სამართლიანობა და ცვლილებების აგენტობა წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან: ბავშვებთან, ხანდაზმულებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებთან, კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან და სხვ. შესაბამისად, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების პროცესში შეხება გვაქვს განსხვავებული გამოცდილების, სირთულისა და ფსიქო_ემოციური მდგომარეობის მქონე ადამიანებთან. ზოგჯერ, […]
ბლოგის ავტორი: ქეთევან ხუციშვილი მედია ხარბად ისრუტავს „მოტაცებული“, „გადაგდებული“, „მოკლული“ ბავშვების ამბებს. ამ ამბების თხრობისას ეკრანებზე ხშირად ვხედავთ მშობლობის უნარ-ჩვევებისა და ეკონომიკური პირობების არ მქონე დედების დისფუნციის ტირაჟირებას და სახელმწიფოს დაუნდობელ მავნე ხელად წარმოჩენილ სოციალურ მუშაკებს – ქალებს ძირითადად. ისინი, ვინც მიდიან და ბავშვებს განარიდებენ ოჯახებისგან. აქ კიდევ მესამე აქტორი შემოდის – მიმღები მშობლები, ვინც […]
სოციალური მუშაობა COVID 19-ის პირობებში შესავალი ახალი კორონავირუსი (covid19) პირველად 2019 წელს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. დაავადება იმდენად სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, რომ მისი გამოვლენიდან დღემდე (9.06.2020) 7 მილიონ ადამიანზე მეტი დაავადდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 400000-ს აღემატება[1]. პანდემიის გავლენა და შედეგები ცდება ჯანდაცვის სფეროს და მოიცავს სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. შესაბამისად საჭიროებს კომპლექსურ რეაგირებასა […]
დაუცველი სოციალური მუშაკი ევრ დაიცავს ბავშვს, მსხვერპლს ხანდაზმულს 📣📣📣 სოციალურ მუშაკთა გაერთიანება იწყებს სატრენინგო სერიების ახალ ციკლს „სოციალური მუშაკების უფლებების სკოლას“. 🕑 პირველი სკოლა ჩატარდება 2020 წლის ივნისში. 19, 20 და 21 ივნისს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: 🔹 სოციალური მუშაობის სტუდენტებს 🔹 პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს 🔹 ადამიანებს, ვისაც აქვთ სოციალურ მუშაკად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება 🔹 მათ […]
“სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა შეხვედრების ციკლი თემაზე – შრომის უფლებები და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები. ჯამში ჩატარდა 12 შეხვედრა. შრომის საკითხების ზედმიწევნით ცოდნა ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი სოციალური მუშაკისათვის. პირველი, სოციალური მუშაობა, როგორც მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწვის რისკის მქონე პროფესია, უმნიშვნელოვანესია რეგულირდებოდეს სამართლებრივი დოკუმენტებით და დამსაქმებლები უქმნიდნენ სოციალური მუშაკებს ადეკვატურ სამუშაო პირობებს. […]
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ აცხადებს კონკურსს სტატიის მიღებაზე. თემა: სოციალური მუშაობა COVID 19-ის პირობებში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV, წყაროების ჩამონათვალი, რომელსაც დაეყრდნობა სტატიის მომზადებისას, აბსტრაქტი. კომისია 3 დღის ვადაში განიხილავს აღნიშნულ დოკუმენტებს და ნებისმიერი პასუხი გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თქვენი კანდიდატურის შერჩევის შემთხვევაში სტატია უნდა წარმოადგინოთ 15 დღის ვადაში. დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის […]
პროფესიული კავშირი “სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” ამიერიდან გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას 👨‍🎓მომსახურების მიღება შეეძლებათ მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, მათ შორის პროფკავშირის არაწევრ სოციალურ მუშაკებსაც. კონსულტაცია შეეხება შრომით უფლებებს, კერძოდ:წინასახელშეკრულებო ურთიერთობაწინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე.დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და მისგან თავის დაცვის მექანიზმები.ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება.შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის […]