პუბლიკაციები

სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მზრუნველობა- მეურვეობის სოციალური მუშაკების საქმეთა შესრულების ხარისხი და პროფესიული გადაწვა

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შეფასდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული გადაწვა სამი განზომილების მიხედვით (ემოციური გადაღლა, პიროვნული მიღწევებით უკმაყოფილება და დეპერსონალიზაცია).

კვლევის შედეგებმა გვიჩვენა:
● საქართველოში მომუშავე მზრუნველობა-მეურვეობის სოციალურ მუშაკთა თითქმის 46% ემოციურად ძალიან ძლიერად არის გადაღლილი, მათგან 21% ემოციური გადაღლის მაჩვენებელი უაღრესად მაღალია.

● ემოციურ გადაღლას განაპირობებენ შემდეგი ფაქტორები: კვირის განმავლობაში სამუშაოსა და დასვენების შეთავსების სირთულეები; ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, სოციალურ მუშაკთა ახალგაზრდა ასაკი, ფიზიკური უსაფრთხოების დაუცველობის განცდა და არაკომფორტული სამუშაო გარემო. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ყველაზე მეტად გამოირჩევა სოციალურ მუშაკთა დაბალი ასაკი და დასაქმებულთა მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. კერძოდ, მაღალი დატვირთვის პირობებში, რაც მეტად უწევთ სოციალურ მუშაკებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და რაც უფრო დაბალია სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ასაკი, მით მეტადაა გამოხატული მათი ემოციური გადაღლის
მაჩვენებელი.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია


სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულება (2022 წელი)

მესამე ალტერნატიული ანგარიში

წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში.

მონიტორინგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები სრულად შესრულებული მაინც არ არის. კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 12 ღონისძიების შესრულების მაჩვენებელი შემდეგია: სრულად შესრულდა – 6 ღონისძიება; ნაწილობრივ შესრულდა – 5 ღონისძიება ; არ შესრულდა – 1 ღონისძიება ; სტატუსი ვერ/არ მიენიჭა – 0 ღონისძიებას.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება (2021 წელი)

მეორე ალტერნატიული ანგარიში

წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება (2020 წელი)

პირველი ალტერნატიული ანგარიში

წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია



სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები მიუსაფარ ბავშვებში

სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ შექმნა ბროშურა მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის, რომელიც ეხება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს მიუსაფარ ბავშვებში.

ბროშურა მომზადებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს მხარდაჭერილი პროექტის „მიუსაფარ ბავშვთა ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე“ ფარგლებში,

იხილეთ ბროშურის ელექტრონული ვერსია

სოციალური მუშაკები კანონს მიღმა

არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული სოციალური მუშაკების შრომის პირობებისა და უფლებების მონიტორინგის ანგარიში

ანგარიში მომზადდა სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხრიდან მხარდაჭერილი პროექტის „პროფკავშირული საქმიანობის ხელშეწყობა – ინფორმირება შრომით უფლებებსა და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმებზე“ ფარგლებში.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

სოციალურ მუშაკთა საჭიროებების მოკვლევა COVID19-ის დროს

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ, ადამიანის უფლებათა სახლის მხარდაჭერით, პროექტის “Covid19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ, რომელსაც ახორციელებს ERIM და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT).

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია