Category: სიახლეები

2021 წლის 02 თებერვალს, დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა - “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასების შედეგებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები, კერძოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტიდან, სსიპ-განათლების ხარისხის […]
2021 წლის 22 იანვარს, დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა – “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასების შედეგების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც გაერთიანების წევრი სოციალური მუშაკები, ისე “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, ჯამში 20 მონაწილე. პირდაპირი ტრანსლაციით ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე შეხვედრას უყურებდა 2,487ადამიანი. შეფასების მიზანი იყო […]