სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს-„ სოციალური მუშაობა და ფემინიზმი“, რომლის მიზანია ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა პოდკასტთა სერია, სადაც ავტორები საუბრობენ სოციალური მუშაობისა და ფემინიზმის/ქალთა უფლებების კავშირზე, სოციალური მუშაობის/სოციალური მუშაკების როლზე გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში; გიზიარებთ მარიამ ბანძავას მიერ მომზადებულ პოდკასტს.
“გამარჯობა, მე მარიამი ვარ, პროფესიით სოციალური მუშაკი. სოციალური მუშაობა იმ პროფესიების მიეკუთვნება, სადაც ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი უფლებების დაცვაა.
სოციალური მუშაობა არც თუ ისე დიდი ხნის პროფესიაა და შესაბამისად, ამ დისციპლინაშიც დარგოვებული ცოდნა არც თუ ისე მრავალმხრივი და მრავაფეროვანია. რომ გადავხედოთ სოციალური მუშაობის განვითარების ეტაპებს, ვნახავთ, რომ სოციალური მუშაობა იმ პროფესიათა ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც უმეტესად ქალ დასაქმებულებს აერთიანებდა და დღესაც აერთიანებს; პროფესია ჩამოყალიბების დღიდან ატარებს ფემინისტურ ხასიათს. პროფესიის სათავეში მუდმივად იდგნენ და ამჟამადაც დგანან ქალები. როგორც ვიცით, სოციალური სამუშაოს ბევრი პიონერი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში აქტიურად მონაწილეობდა ქალთა საარჩევნო ხმის უფლებების და ქალთა უფლებების გაფართოებისთვის ბრძოლაში.
ჩვენს ქვეყანაში სოციალური მუშაობის, როგორც დარგის განვითარება 1999 წელს, „ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“, საქართველოს კანონის მიღებას უკავშირდება. აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტით საკანონმდებლო დონეზე პირველად განისაზღვრა ერთი მხრივ, „სოციალური მუშაკის“ ცნება და მეორე მხრივ, სოციალური სამუშაოს შინაარსი, რომელსაც სოციალური მუშაკები ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში განახორციელებდნენ. აღნიშნულ კანონს, წინ უძღოდა, საქართველოს მიერ გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის რატიფიცირება. სწორედ, ამ კონვენციის იმპლემენტაციის შედეგად, აიღო საქართველომ ვალდებულება, მოეხდინა მე-20 მუხლით გათვალისწინებული, ბავშვზე ზრუნვის ახალი სტანდარტის დანერგვა საქართველოში. აღნიშნული, პირველ ეტაპზე საპილოტე პროექტების მეშვეობით ხორციელდებოდა. ამ პროცესში ჩართული და გადამზადებული სოციალური მუშკების რაოდებონბის უმეტესობა, 99 პროცენტი სწორედ ქალი იყო – ანუ სოციალური მუშაობის განხორციელება საქართველოში ქალებმა დაიწყეს; აქედან მოყოლებული დღემდე სოციალური მუშაობა კვლავ უმეტესობა ქალია. ცვლით თუ არა რამეს ეს გაქტი? ჩემი აზრით, დიახაც, რომ ცვლის;
არის თუ არა სოციალური მუშაობა ფემინისტური ?
დიახ,
სოციალური მუშაობის მთავარი ღირებულებები თანხვედრაში მოდის ფემინისტურ ღირებულებებთან: დისკრიმინაციასა და უთანასწოორბოსთან ბრძოლა, ჩაგვრას, შევიწროებასთან და სექსიზმთან ბრძოლა; ძალადობის პრევენცია და თანასწორობა – ეს მცირე ჩამონათვალაი იმისა, თუ რა საკითხები აერთიანებსა სოციალურ მუშაობასა და ფემინიზს;
არიან თუ არა თავად სოციალური მუშაკები სექსიზმისა და ჩაგვირს მსხვეპლნი?
დიახ, მათ ყველა უწყებასა თუ სტუქტურაში უწევთ დაამტკიცონ თავიანთი კომპეტენტურობა, მეტიც ამ უწყებების უმეტესობა პატრიარქალური მოწყობისაა და ხშირად თავად სოციალური მუშაკი ხდებიან გენდერული ძალადობის, დამამცირებელი მოპყრობის, ინტერსექციული ჩაგვრისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ხშირად სოციალური მუშაკების ფიზიკური უსაფრთხოებაც რისკის ქვეშ დგას; ასევე აღსანიშნავია, ანაზღაურების საკითხიც; იმის გამო, რომ პროფესიაში უმეტესად ქალებია დასაქმებული, მათი ანაზღაურება არ შეესაბამება მათ მიერ გაწეულ შრომას; ასევე, შედარებით მაღალ თანამდებობზე იშვითად გვხდევბიან ქალები და სხვა;
როგორ გამოიხატება ეს ყველაფერი პრაქტიკაში ანუ როგორია ჩემი პირადი მაგალითები:
სწავლისას და უნივერსიტეტის დასრულებიდან მოყოლებული დღემდე პრაქტიკოსი სოციალური მუშაკი ვარ; გარკვეული პერიოდი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში ვმუშაობდი; სწორედ აქ მუშაობის დროს საკუთარ თავზე გამოვცადე ბევრი ისეთი სირთულე, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, მექმებნობდა რომ ქალი ვარ;
განსაკუთრებით, ასეთი პრობლემები თავს იჩენდა მაშინც როცა ისეთ სისტემებთან მიწევდა მუშაობა სადაც კაცები ჭარბონენ ქალებს, მაგალითად, პოლიცია, სასამართლო, სასჯელაღსრულების დაწესებულება; ძალიან კარგად მახსოვს მათი ცინიკური და დამცინავი დამოკიდებულება; მათთვის ჩემი პოზიცია საკმაირის არ იყო იმისთვის, რომ დაეჯერებინათ, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვიყავი; მათთან ურთიერთობუის დროს ყოველთვის ეს კითხვას ვუსმავდი საკუთრა თავს: „ასე მოგექცედნენ კაცი რომ იყო? “, რა თქმა უნდა – არა;
ასეთი პრაქტიკა იმ მომენტში მე პირადად უფრო მეტად მაძლიერებდა ; ვიბრძოდი ჩემი უფლებების დასაცავად და მუდმივად მჯეროდა, რომ შევძლებდი ჩემი წილი ცვლილებების განხორცილებას; სწორედ, ამას ვფიქორბდი მაშინაც, როცა სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს ერთერთი ორგანიზატორი ვიყავი; თუმცა, ჩვენ, სოციალური მუშაკევმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ადამიანბეი განსხვაებულები არან და განსხვავებყლად რეაგირებენ ერთსა და იმავე მოვლენაზე- ბევრი ჩემი კოლეგასთვის ასეთ დამოკიდებულებებით მუშაობა სტრესული იყო და ზოგი მათგანი ზუსტად ასეთი მოპყრობის გამო წავიდა სამსახურიდან და მეტიც, პროფესიიდანაც კი;
ფაქტია, რომ ძალიან რთულია იყო ქალი სოციალური მუშაკი; და ზოგადად ქალი;
თუმცა შეუძლებელი არაფერია;
პროფესიის განვითარებასთან ერთად სოციალური მუშაკებიც უფრო ვძლიერდებით და უფრო მეტად ვრწმუნდებით ჩვენი პროფესიის ინტერსექციულობაში; უფრო მეტად ვიაზრებთ ჩვენს პროფესიულ იდენტობას და ამ იდენტობას კიდევ ერთ შრეს- ფემინიზმს ვუმატებთ;”
პროექტი „სოციალური მუშაობა და ფემინიზმი” ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.
No Responses