ავტორიტარული რეჟიმები პროპაგანდას იყენებენ ძალაუფლების შენარჩუნების, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და ოპონენტების ჩახშობის მიზნით. პროპაგანდა არის ინსტრუმენტი, რომელიც არამხოლოდ ინფორმაციის კონტროლს, არამედ მოსახლეობის აზროვნების ფორმირებას და ოპოზიციის მარგინალიზაციას ემსახურება.
პროპაგანდის თეორიული საფუძვლები
პროპაგანდის თეორიულ საფუძვლებს უდევს ედუარდ ბერნეისის ნაშრომი “Propaganda” (1928). ბერნეისი პროპაგანდას ხედავდა საზოგადოებრივი
აზრის მანიპულაციის ინსტრუმენტად, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ქცევასა და დამოკიდებულებებზე. ავტორიტარული რეჟიმები ამ მიდგომას აქტიურად იყენებენ, რათა შექმნან “მართვის ლეგიტიმაციის” ილუზია და მოსპონ ალტერნატიული ნარატივები.
ინფორმაციის მონოპოლიზაცია
ავტორიტარული რეჟიმები ჩვეულებრივ აკონტროლებენ მედიას, აყალიბებენ “დეზინფორმაციული არხების” ქსელს და ბლოკავენ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. რუსეთი ამის ნათელი მაგალითია, სადაც სახელმწიფო მედია აქტიურად ავრცელებს რეჟიმისთვის სასარგებლო ნარატივებს, როგორიცაა დასავლეთის მტრული დამოკიდებულების დამკვიდრება (Wilson, 2015). ავტორიტარული რეჟიმები ავრცელებენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც ხელისუფლებას სურს და ცდილობენ დამალონ ნეგატიური ამბები.
მტრის ხატის შექმნა
ავტორიტარული რეჟიმები პროპაგანდის გზით ქმნიან გარე ან შიდა მტრის
ხატს, რათა გაამართლონ რეპრესიები. მტრის ხატის შექმნა საზოგადოების
პოლარიზაციას უწყობს ხელს. მაგალითად, რუსული პროპაგანდა
რეგულარულად იყენებს ანტი-ნატო და ანტი-დასავლურ მესიჯებს (Galeotti,
2017). ეს საშუალებას აძლევს რეჟიმს, ყურადღება შიდა პრობლემებიდან გარე
საფრთხეზე გადაიტანოს.
პოპულიზმი და ცენზურა
ავტოროტარული რეჟიმები ხშირად იყენებენ პოპულისტურ რიტორიკას, რათა
მოიპოვონ მხარდაჭერა ხალხის უმრავლესობისა. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ
მათ შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა და ამისთვის ნებისმიერი საშუალებაა
გამართლებული. ამგვარი რეჟიმები აკონტროლებენ ინფორმაციის
გავრცელებას და კრძალავენ ყველაფერს, რამაც შესაძლებელია ხელისუფლების
ლეგიტიმურობა დააყენოს ეჭვქვეშ.
პიროვნების კულტი
ავტორიტარულ რეჟიმებში ლიდერების კულტის შექმნა ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია, რომელსაც რეჟიმი იყენებს ძალაუფლების გამყარებისა და
საზოგადოების .
ამგვარი რეჟიმები ხშირად ქმნიან
პიროვნების კულტს, რომლის მიზანია ეროვნულ გმირად წარმოჩენა. ეს ხელს
უწყობს მათი ძალაუფლების განმტკიცებას და საზოგადოების კონტროლს.
ინსტრუმენტალიზაცია ციფრულ ეპოქაში
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ავტორიტარულ რეჟიმებს
პროპაგანდის გავრცელების უფრო დახვეწილი საშუალებები მისცა. ბოტები და
ტროლები სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას და
აყალიბებენ ცრუ საზოგადოებრივ განწყობას (Howard & Kollanyi, 2016).
როგორ დავიცვათ თავი პროპაგანდისგან:
1. მედიაწიგნიერების გაძლიერება
– კრიტიკულად მიუდექით ყველა წყაროს, განსაკუთრებით ემოციურად დატვირთულ ან სენსაციურ ინფორმაციას.
– მოძებნეთ ალტერნატიული და სანდო წყაროები ერთი და იმავე ფაქტის გადასამოწმებლად.
2. ფაქტების გადამოწმება
– გამოიყენეთ ფაქტების გადამოწმების პლატფორმები, როგორიცაა Snopes, PolitiFact, ან ადგილობრივი პლატფორმები (მაგ., “Myth Detector”).
– ყოველთვის გადაამოწმეთ, საიდან მომდინარეობს ინფორმაცია და რამდენად სანდოა წყარო.
3. ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა
– მოერიდეთ საეჭვო ბმულებზე გადასვლას ან არასანდო საიტებზე ინფორმაციის გავრცელებას.
– განაახლეთ თქვენი მოწყობილობების უსაფრთხოების პროგრამები და გამოიყენეთ ანტივირუსული სისტემები.
4. დეზინფორმაციის იდენტიფიცირება
– ყურადღება მიაქციეთ ნარატივებს, რომლებიც ცდილობენ ხალხის გაყოფას, პოლარიზაციას ან შიშის გამოწვევას.
– ბოტების ან ტროლების ქსელების ამოცნობისთვის, შეამოწმეთ, რამდენად რეალურია კონტენტის ავტორი.
5. სოციალური მედიის ალგორითმების აღქმა
– ეცადეთ არ აღმოჩნდეთ „ინფორმაციულ ბუშტში“. იყავით ღია განსხვავებული შეხედულებებისადმი და აკონტროლეთ, რა ტიპის კონტენტს გაწვდიან ალგორითმები.
პროპაგანდა, როგორც უმნიშვნელოვანესი სოციალური და პოლიტიკური ინსტრუმენტი, წარმოადგენს ძლიერ მექანიზმს საზოგადოებრივი აზრის მართვისა და კონტროლისათვის. მისი გამოყენება სხვადასხვა რეჟიმში, იქნება ეს ავტორიტარული, დიქტატორული თუ სხვა ტიპის, მიზნად ისახავს გარკვეული ნარატივის შექმნას და ალტერნატიული აზრებისა თუ
ინფორმაციის ჩახშობას. პროპაგანდისტული ტექნიკები და მეთოდები, არსებითად ხელს უწყობს საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიღებას და პოლიტიკურ სტაბილურობას, თუმცა ეს ხელს უშლის დემოკრატიასა და თავისუფალ აზროვნებას. ასე რომ, პროპაგანდასთან ბრძოლის უმთავრესი გზები უნდა იყოს მედია განათლების გაძლიერება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და დამოუკიდებელი ინფორმაციის წყაროების მხარდაჭერა.
წყაროები:
Bernays, E. (1928). Propaganda. New York: Horace Liveright.
Wilson, A. (2015). Russia’s Information War: A Propaganda Empire in the Digital Age.
ECFR.
Galeotti, M. (2017). Controlling Chaos: How Russia Manages Its Political War in
Europe. Royal United Services Institute.
Howard, P. N., & Kollanyi, B. (2016). Bots, trolls, and fake news: The new tools