სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების ანგარიში – 2022 წელი

მესამე ალტერნატიული ანგარიში

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ გთავაზობთ მესამე და საბოლოო ალტერნატიულ ანგარიშს სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულებასთან დაკავშირებით. ანგარიშის მიზანია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების  და მისი ეფექტიანობის შეფასება.

მონიტორინგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები სრულად შესრულებული მაინც არ არის. კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 12 ღონისძიების შესრულების მაჩვენებელი შემდეგია: სრულად შესრულდა – 6 ღონისძიება; ნაწილობრივ შესრულდა – 5 ღონისძიება ; არ შესრულდა – 1 ღონისძიება ; სტატუსი ვერ/არ მიენიჭა – 0 ღონისძიებას.

ჩვენი მხრიდან ანგარიშში გამოყოფილია ის ძირითადი საკითხები, რომელიც კვლევის პროცესში გამოვლინდა და რაც კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება. ესენია: ადამიანური რესურსების საჭიროება, დიდი მოცულობის საქმეთა რაოდენობა, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულე, საველე ვიზიტების დროს სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოება, ადგილობრივ თვითმმართველობებში სოციალური მუშაობის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეები, ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის დანერგვასთან დაკავშირებით სირთულეები, სერტიფიცირების პროცესი და პროფესიის პოპულარიზაციის მწირი ძალისხმევა. ანგარიშში ასევე, ხაზგასმულია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული სამოქმედო გეგმის დროული და ეფექტური აღსრულება მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობის გაზრდის კუთხით.

აღნიშნული ანგარიში შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის (2019-2022წ) “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“  ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“  ერთად. პროექტის მიზანია: საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარება, სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

No Responses

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *