სოციალურ მუშაკთა გაერთიანება აცხადებს კონკურსს სტატიების მიღებაზე. კონკურსის მიზანია, სოციალურ მუშაკთა თემში გამოიწვიოს ინტერესი სოციალური მუშაობის როლზე ანტიდისკრიმინაციული გარემოს ფორმირების პროცესში. ვინაიდან დღესდღეობით პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ნაკლებად იყენებენ დისკრიმინაციასთან ბრძოლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო მექანიზმებს.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 გამარჯვებული სტატია, რომელიც გამოქვეყნდება სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.
სტატიები შეიძლება მომზადდეს შემდეგი საკითხების გარშემო:
📍 სოციალური მუშაობა როგორც დისკრიმინაციასთან მებრძოლი პროფესია
📍 რა შეუძლია გააკეთოს ინდივიდუალურმა სოციალურმა მუშაკმა პრაქტიკული საქმიანობის დროს დისკრიმიანციასთან ბრძოლის წინააღმდეგ
📍 ადგილობრივი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების მიმოხილვა
📍 საერთაშორისო ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მიმოხილვა
📍 მონაწილეს შეუძლია შემოგვთავაზოს დასახელებული თემების გარშემო სტატიის საკუთარი კონცეპტი და თემა
სტატიის მოცულობა დამოკიდებულია მის შინაარსსა და წყაროების რაოდენობაზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
📍 რეზიუმე
📍 სტატიის აბსტრაქტი
📍 მინიმუმ 3 წყარო, რომელსაც სტატია დაეყრდნობა
ანაზღაურება თითოეული სტატიისთვის შეადგენს 150 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტს ლარში გადასახადების ჩათვლით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 15 დეკემბერი.
პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტატიაზე სამუშად განსაზღვრულია 20 დღე.
გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: swunion1@gmail.com. ასევე ამავე ფოსტაზე დაგვიკავშირდით კითხვების შემთხვევაში.
კონკურსი ცხადდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის პრევენცია და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობა სოციალური მუშაკების გაძლიერების გზითა და მათი ჩართულობით” ფარგლებში.
No Responses