ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი დღეს მოისმენს. საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს დაამტკიცა კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელსაც თან ახლავს სამოქმედო გეგმა (2018-2025წწ.) აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის ამოცანათა უმეტესი ნაწილის განხორციელება განსაზღვრული იყო 2021 წლის 1 იანვრამდე, ზოგიერთის […]