Day: February 9, 2021

2021 წლის 02 თებერვალს, დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა - “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასების შედეგებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები, კერძოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტიდან, სსიპ-განათლების ხარისხის […]