სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წარმოადგენს სოციალური მუშაკების დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს. ამჟამად ვაერთიანებთ 150-ზე მეტ სტუდენტ და პრაქტიკოს სოციალურ მუშაკს მთელი საქართველოდან. ჩვენი მისია საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობაა სოციალური მუშაობის განვითარების გზით. ამ გზაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი წევრების ცოდნით აღჭურვა შრომით უფლებებსა და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმების შესახებ, რათა არა მხოლოდ ადეკვატური რეაგირება იქონიონ უფლებადარღვევის ფაქტზე, არამედ მოახდინონ […]