დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი სოციალურად აქტუალური საკითხია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში 2014 წლიდან არსებობს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე ზედამხედველობა კანონით სახალხო დამცველს დაეკისრა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება კანონის ეფექტიანობას და აფასებს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას, რის საფუძველზეც პარლემენტში წარადგენს შეფასებით ანგარიშს. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არამხოლოდ ერთი სტრუქტურის პასუხისმგებლობა, არამედ საჯარო მიზანი და გამოწვევაა. […]