Day: December 1, 2024

ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის გარეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად. ჩვენი პროფესიული საქმიანობის კონტექსტში ეს გულისხმობს პირველ რიგში ბრძოლას საკუთარი შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, რათა ჩვენი მომსახურების მიმღებ პირებს შევთავაზოთ გამართული, მდგრადი, ადამიანის უფლებებზე […]