Category: სიახლეები

საქართველოში კანონი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ 2014 წლიდან არსებობს, თუმცა, სოციალური მუშაკები კანონის ამოქმედებისა და ანტიდისკრიმინიცული მექანიზმების გამოყენების პროცესში ნაკლებად არიან ჩართულნი. Მიუხედავად იმისა რომ ისინი ხშირად მუშაობენ დისკრიმინაციის მსხვერპლ ინდივიდებთან თუ ჯგუფებთან. სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სოციალური მუშაკების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა, რათა ისინი დაეხმარონ ბენეფიციარებს დისკრიმინაციის იდენტიფირებასა და საკუთარი თავის დაცვის პროცესში;  ტრენინგზე განსახილველი […]
„სოციალურმა მუშაობამ უნდა განახორციელოს გაბედული, მიზანმიმართული  ქმედებები, რომლებიც სამართლიანობის რკალს ყველას თავისუფლებისკენ მიმართავს“ MILDRED “MIT” C. Joyner სოციალური მუშაობა ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან გამოჩნდა ადამიანთა ცხოვრებაში, როგორც  მათი ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლის საშუალება, ძალა, რომელიც მუდმივად ცდილობდა მოწყვლადობის აღმოფხვრასა და საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებას. სოციალური მუშაობა თავდაპირველად საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და ზრუნავდა სიღარიბეში მყოფ ადამიანებზე, მაგრამ ეტაპობრივად […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ TV პირველის ჟურნალისტის მარიამ მაკასარაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. საქმე შეეხებოდა ტელეკომპანიის ეთერში 2022 წლის 3 ნოემბერს გასულ სიუჟეტს „სოცმუშაკმა დედას შვილები მოპარა ქალი 6 და 9 წლის ბავშვებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს“. (იხ. ლინკი https://www.facebook.com/watch/?v=2941177146187263). გაერთიანების პოზიციაა, რომ ჟურნლისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-3 სა მე-8 პრინციპი. განმცხადებლის თქმით, სოცმუშაკმა დედას […]
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი სოციალურად აქტუალური საკითხია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში 2014 წლიდან არსებობს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე ზედამხედველობა კანონით სახალხო დამცველს დაეკისრა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება კანონის ეფექტიანობას და აფასებს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას, რის საფუძველზეც პარლემენტში წარადგენს შეფასებით ანგარიშს. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არამხოლოდ ერთი სტრუქტურის პასუხისმგებლობა, არამედ საჯარო მიზანი და გამოწვევაა. […]
მესამე ალტერნატიული ანგარიში დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ გთავაზობთ მესამე და საბოლოო ალტერნატიულ ანგარიშს სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულებასთან დაკავშირებით. ანგარიშის მიზანია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების  და მისი ეფექტიანობის შეფასება. მონიტორინგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები სრულად შესრულებული მაინც არ […]
სოციალური მუშაკები უდიდეს როლს თამაშობენ მიუსაფარი ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროცესში. სწორედ ისინი ზრუნავენ, ბავშვების უფლებების დაცვისათვის. მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვისა და განხორციელებისთვის. მოუსმინეთ ინგა გაბაძეს – სოციალურ მუშაკს, რომელიც საქართველოს კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა კრიზისულ ცენტრს ხელმძღვანელობს. ასევე ვოლდ ვიჟენ საქართველოს კრიზისული ცენტრის სოციალურ მუშაკს სოფო დეკანაძეს. სოციალურ მუშაკთა […]
წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ,ადამიანის უფლებათა სახლის მხარდაჭერით, პროექტის “Covid19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU)მიერ, რომელსაც ახორციელებს ERIM და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT). პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქოსაზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა. ეს […]
ბროშურა მომზადებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს მხარდაჭერილი პროექტის „მიუსაფარ ბავშვთა ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“. პროექტის მიზანია მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ინფორმირებულობისა და მგრძნობელობის გაზრდა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. ბროშურის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს „ქალთა […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წარმოადგენს სოციალური მუშაკების დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს. ამჟამად ვაერთიანებთ 150-ზე მეტ სტუდენტ და პრაქტიკოს სოციალურ მუშაკს მთელი საქართველოდან. ჩვენი მისია საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობაა სოციალური მუშაობის განვითარების გზით. ამ გზაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი წევრების ცოდნით აღჭურვა შრომით უფლებებსა და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმების შესახებ, რათა არა მხოლოდ ადეკვატური რეაგირება იქონიონ უფლებადარღვევის ფაქტზე, არამედ მოახდინონ […]
2021 წლის 02 თებერვალს, დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა - “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასების შედეგებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები, კერძოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტიდან, სსიპ-განათლების ხარისხის […]