სოციალურ მუშაკთა გაერთიანება აცხადებს კონკურსს სტატიების მიღებაზე. კონკურსის მიზანია, სოციალურ მუშაკთა თემში გამოიწვიოს ინტერესი სოციალური მუშაობის როლზე ანტიდისკრიმინაციული გარემოს ფორმირების პროცესში. ვინაიდან დღესდღეობით პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ნაკლებად იყენებენ დისკრიმინაციასთან ბრძოლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო მექანიზმებს. კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 გამარჯვებული სტატია, რომელიც გამოქვეყნდება სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში. სტატიები შეიძლება მომზადდეს შემდეგი საკითხების გარშემო: […]