Category: განცხადებები

ავტორი: რუსუდან მელიქიძე ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“ ადამიანის უფლებები სოციალური მუშაობის პრაქტიკისათვის უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ და სამართლებრივ ჩარჩოს წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველი ინტერვენცია, პრაქტიკული საქმიანობა თუ შეთავაზებული სერვისი ორიენტირებული უნდა იყოს ინდივიდის უფლებების დაცვასა და გაძლიერებაზე. თუმცა, სერვისების ნაკლებობიდან გამომდინარე, ხშირად პრაქტიკოსები  აქცენტს კლიენტის ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღდგენასა […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს- „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილების პროცესში”, რომლის ფარგლებშიც ტარდება კონფერენცია სოციალური მუშაკების მონაწილეობით. კონფერენციის მიზანია სოციალური მუშაკების ჩართულობის ხელშეწყობა სოციალური პოლიტიკის ადვოკატირების პროცესში და ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და შეგროვება.  კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვეძებთ საკონფერენციო ნაშრომის ავტორებს, რომლებმაც უნდა დაწერონ ნაშრომი შემდეგ თემებზე:  1. სოციალური მუშაკების ჩართვა კანონშემოქმედებით პროცესში 2. სოციალური სერვისების […]
ავტორი: თამარ ზარქუა დისკრიმინაცია არის ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს ადამიანებს შორის თანასწორობას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, რომელიმე ნიშნის ან ჯგუფის კუთვნილების გამო. „საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.“[1]  თანასწორობის უფლება გარანტირებულია საქართველოს უმაღლესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ კონსტიტუციის მე- 11 მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შიდა სახელმწიფოებრივი კანონებით, ასევე მრავალი საერთაშორისო […]
ავტორი: ნინო რეხვიაშვილი შესავალი ანტიოპრესიული სოციალური მუშაობა არის მიდგომა, რომელიც ცდილობს გამოავლინოს სოციალური ძალაუფლების დისბალანსისა და მჩაგვრელი სტრუქტურების გავლენა ინდივიდებსა და თემებზე და მათი ცვლილებით ხელი შეუწყოს სოციალური სამართლიანობასა და თანასწორობას. ანტიოპრესიული მიდგომა სოციალური მუშაობის გამოგონება არ არის,  ის ისეთივე ძველია, როგორც თავად ჩაგვრა. რასაკვირველია, ამას ყოველთვის არ ეძახდნენ „ანტიოპრესიულ პრაქტიკას“, მას უბრალოდ ერქვა იმის […]
📍სოციალურ მუშაკთა გაერთიანება 2023 წლის 23-24 სექტემბერს (შაბათ-კვირას) გიწვევთ პროექტის წერის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგს გაუძღვება ნანა ყურაშვილი- კონსულტანტი, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირი (IPU), ჟენევის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.  📍ტრენინგზე განხილული იქნება როგორც პროექტის წერის თეორიული ჩარჩო, ისე საგრანტო შესაძლებლობები და დატვირთული იქნება პრაქტიკული სამუშაოთი. 📍ტრენინგი განკუთვნილია მხოლოდ გაერთიანების წევრებისათვის. მათთვის, ვინც უახლოეს მომავალში აპირებს მიღებული ცოდნა პრაქტიკულ […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს “ სოციალური მუშაკების გაძლიერება საქართველოში  პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეწყობის გზით“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია  “ქალთა ფონდი საქართველოში“.  მოცემული პროექტის მიზანია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ორანიზაციული გაძლიერება და ორგანიზაციის განვითარების ეფექტური შესაძლებლობის შექმნა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა. მოცემული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის წევრებისთვის  გასვლითი 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელის მიზანი წევრთა დაახლოება, შესაძლებლობებისა და ინტერესების გაზიარება […]
სტატიის ავტორი: თამარ დავითელაშვილი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიო მასშტაბის გამოწვევას წარმოადგენს და დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ პრობლემის დასაძლევად. საქართველოში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქალებს, რომლებსაც ძალადობის შედეგად მიადგათ ზიანი. ამ მიმართულებით სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც სამართალწარმოების კანონიერების უზრუნველყოფასა და მსხვერპლების უსაფრთხო სივრცეში გადაყვანას, ასევე, მათთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევასა და გაძლიერებას (Un Women, GEOSTAT, 2017). […]
სტატიის ავტორი: მარიამ ბურჯანაძე ფემინიზმის ტალღები სუფრაჟისტული მოძრაობიდან ამოიზარდა, თეორიული თვალსაზრისით გაძლიერდა, ინტერსექციურ ჩაგვრამდე გაფართოვდა  და ოთხ ტალღად გაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ  თითოეულმა ფემინისტურმა მოძრაობამ სხვადასხვა სიტყვა თქვა ქალთა უფლებების დაცვის სფეროში – ყველა მათგანი  ამახვილებს ყურადღებას პატრიარქალურ საზოგადოებაში დედობის, როგორც ქალის უმთავრესი ფუნქციის, ბავშვზე ფიზიკური, ემოციური ზრუნვისა და აუნაზღაურებელი შრომის გამოწვევებზე (UN Women, 2021). […]
სტატიის ავტორი: სალომე აბულაშვილი სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის “ფემინიზმი და სოციალური მუშაობა” ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთხვის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს. შესავალისაკითხის აქტუალობა ფემინისტური თეორიები ხსნის ქალთა გამოცდილების სტრუქტურასა და დინამიკას სოციო-პოლიტიკურ და ინტერპერსონალურ სექსუალობის იერარქიებში. სოციალური მუშაკებისთვის მნიშვნელოვანია ფემინისტური თეორიების გამოყენება პრაქტიკაში შესაბამისი […]
🔶სოციალურ მუშაკთა გაერთიანება აცხადებს კონკურს სტატიების მიღებაზე. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს “სოციალური მუშაობა და ფემინიზმი”, რომლის მიზანია ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით. მოცემული პროექტის ფარგლებში ვეძებთ სტატიის ავტორებს, რომლებმაც უნდა დაწერონ სტატია ფემინისტური დღის წესრიგში სოციალური მუშაობის, როგორც ფემინისტური პროფესიის როლის მნიშვნელობაზე. 🔶 სტატიის თემებია: ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობა ფემინისტური […]