სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს “ სოციალური მუშაკების გაძლიერება საქართველოში პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეწყობის გზით“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში“. მოცემული პროექტის მიზანია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ორანიზაციული გაძლიერება და ორგანიზაციის განვითარების ეფექტური შესაძლებლობის შექმნა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა. მოცემული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის წევრებისთვის გასვლითი 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელის მიზანი წევრთა დაახლოება, შესაძლებლობებისა და ინტერესების გაზიარება […]