ჩვენ – „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ , „ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი“, „მედიატორთა პროფესიული კავშირი“ და„სოციალური მუშაკების გაერთიანება” ვეხმაურებით „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტს და მივიჩნევთ, რომ შემაშფოთებელია აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ, რაც, მიუხედავად საგულდაგულოდ შერჩეული ტერმინოლოგიისა, გამოიწვევს მომავალი თაობის დაღუპვას და არა რეაბილიტაციას. ყველაზე სენსიტიური კანონპროექტის ის […]
2025 წლის 12 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი “კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში და ფაქტრობრივად, უარს ამბობს იმ ძალისხმევაზე, რომელიც სახელმწიფომ წლების განმვალობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის გადადგა. როგორც ინიცირებული კანონპროექტიდან ვიგებთ, 10 წლის ასაკიდან შესაძლებელი იქნება არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, […]
გვსურს გაცნობოთ, რა ეტაპზე იმყოფება ჩვენი კოლექტიური დავა სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან“ (შემდგომში – პრობაციის სააგენტო). როგორც მოგეხსენებათ, პროფესიულ კავშირ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის მიმდინარეობდა კოლექტიური შრომითი დავა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, ვინაიდან მხარეებს შორის ვერ შედგა შეთანხმება და მედიაციისთვის კანონით განსაზღვრული 21 კალენდარული დღე უშედეგოდ […]
სოციალური მუშაობა საქართველოში 2000-იანი წლებიდან დაფუძნდა. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ 1999 წელს მიიღო კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის შესახებ, რამაც აუციელებელი გახადა ქვეყანაში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შემოტანა. სწორედ სოციალური მუშაკი გახდა ის პროფესიონალი, ვინც აფასებდა ბავშვის, ბიოლოგიური ოჯახისა და მშვილებელი ოჯახის საჭიროებებს ზედმიწევნით, იკვლევდა რისკებს და ხელს უწყობდა ბავშვის საუკეთსო ინტერესის აღსრულებას. დროსთან […]
ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი უფლებებითა და ღირსებით. თავისუფლების უფლება- როგორც თანდაყოლილი მოცემულობა, სულაც არ ყოფილა თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის. ადამიანის უფლებებს რთული, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვის, ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით, ინდივიდუალური უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება. საზოგადოებაში […]
აღიარებულია, რომ თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია. ეს პრინციპები საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებითაც არის გამყარებული.[1] კონკრეტულად დისრკიმინაცია კი, ეს არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის განსხვავებული და არასამართლიანი მოპყრობა მათი განსაკუთრებული თვისებების, მახასიათებლების ან იდენტობის გამო. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად აუცილებელია, რადგან ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს, აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ხელს უწყობს უთანასწორობას. […]
ჩვენ, საჯარო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სოციალური მუშაკები, რომელთა უმთავრეს ამოცანას ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციით დაცული დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს. ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებს. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა […]
ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის გარეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად. ჩვენი პროფესიული საქმიანობის კონტექსტში ეს გულისხმობს პირველ რიგში ბრძოლას საკუთარი შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, რათა ჩვენი მომსახურების მიმღებ პირებს შევთავაზოთ გამართული, მდგრადი, ადამიანის უფლებებზე […]
ავტორი: რუსუდან მელიქიძე ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“ ადამიანის უფლებები სოციალური მუშაობის პრაქტიკისათვის უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ და სამართლებრივ ჩარჩოს წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველი ინტერვენცია, პრაქტიკული საქმიანობა თუ შეთავაზებული სერვისი ორიენტირებული უნდა იყოს ინდივიდის უფლებების დაცვასა და გაძლიერებაზე. თუმცა, სერვისების ნაკლებობიდან გამომდინარე, ხშირად პრაქტიკოსები აქცენტს კლიენტის ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღდგენასა […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს- „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილების პროცესში”, რომლის ფარგლებშიც ტარდება კონფერენცია სოციალური მუშაკების მონაწილეობით. კონფერენციის მიზანია სოციალური მუშაკების ჩართულობის ხელშეწყობა სოციალური პოლიტიკის ადვოკატირების პროცესში და ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და შეგროვება. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვეძებთ საკონფერენციო ნაშრომის ავტორებს, რომლებმაც უნდა დაწერონ ნაშრომი შემდეგ თემებზე: 1. სოციალური მუშაკების ჩართვა კანონშემოქმედებით პროცესში 2. სოციალური სერვისების […]