Category: განცხადებები

“სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა შეხვედრების ციკლი თემაზე – შრომის უფლებები და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები. ჯამში ჩატარდა 12 შეხვედრა. შრომის საკითხების ზედმიწევნით ცოდნა ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი სოციალური მუშაკისათვის. პირველი, სოციალური მუშაობა, როგორც მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწვის რისკის მქონე პროფესია, უმნიშვნელოვანესია რეგულირდებოდეს სამართლებრივი დოკუმენტებით და დამსაქმებლები უქმნიდნენ სოციალური მუშაკებს ადეკვატურ სამუშაო პირობებს. […]
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ აცხადებს კონკურსს სტატიის მიღებაზე. თემა: სოციალური მუშაობა COVID 19-ის პირობებში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV, წყაროების ჩამონათვალი, რომელსაც დაეყრდნობა სტატიის მომზადებისას, აბსტრაქტი. კომისია 3 დღის ვადაში განიხილავს აღნიშნულ დოკუმენტებს და ნებისმიერი პასუხი გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თქვენი კანდიდატურის შერჩევის შემთხვევაში სტატია უნდა წარმოადგინოთ 15 დღის ვადაში. დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის […]
პროფესიული კავშირი “სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” ამიერიდან გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას 👨‍🎓მომსახურების მიღება შეეძლებათ მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, მათ შორის პროფკავშირის არაწევრ სოციალურ მუშაკებსაც. კონსულტაცია შეეხება შრომით უფლებებს, კერძოდ:წინასახელშეკრულებო ურთიერთობაწინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე.დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და მისგან თავის დაცვის მექანიზმები.ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურება.შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის […]
📢📢📢 სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი სოციალურ მუშაკებს და მომავალ სოციალურ მუშაკებს 23,24, 30 და 31 მაისს გთავაზობთ სემინარებს თემაზე – შრომის უფლებები და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმები. სოციალური მუშაკები როგორც მაღალი ეთიკისა და ღირებულებების მატარებელი პროფესიის წარმომადგენლები, მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით იცნობდნენ შრომითი ურთიერთობების სპეციფიკას, რაც დაეხმარებათ გაიუმჯობესონ სამუშაო გარემო და უფრო ეფექტურად დაეხმარონ ბენეფიციარებს. ასევე საჭიროებისამებრ […]