სოციალური მუშაობა საქართველოში 2000-იანი წლებიდან დაფუძნდა. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ 1999 წელს მიიღო კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის შესახებ, რამაც აუციელებელი გახადა ქვეყანაში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შემოტანა. სწორედ სოციალური მუშაკი გახდა ის პროფესიონალი, ვინც აფასებდა ბავშვის, ბიოლოგიური ოჯახისა და მშვილებელი ოჯახის საჭიროებებს ზედმიწევნით, იკვლევდა რისკებს და ხელს უწყობდა ბავშვის საუკეთსო ინტერესის აღსრულებას. დროსთან […]
ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი უფლებებითა და ღირსებით. თავისუფლების უფლება- როგორც თანდაყოლილი მოცემულობა, სულაც არ ყოფილა თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის. ადამიანის უფლებებს რთული, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვის, ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით, ინდივიდუალური უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება. საზოგადოებაში […]
აღიარებულია, რომ თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია. ეს პრინციპები საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებითაც არის გამყარებული.[1] კონკრეტულად დისრკიმინაცია კი, ეს არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის განსხვავებული და არასამართლიანი მოპყრობა მათი განსაკუთრებული თვისებების, მახასიათებლების ან იდენტობის გამო. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად აუცილებელია, რადგან ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს, აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ხელს უწყობს უთანასწორობას. […]
ჩვენ, საჯარო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სოციალური მუშაკები, რომელთა უმთავრეს ამოცანას ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციით დაცული დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს. ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებს. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა […]
ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის გარეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად. ჩვენი პროფესიული საქმიანობის კონტექსტში ეს გულისხმობს პირველ რიგში ბრძოლას საკუთარი შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, რათა ჩვენი მომსახურების მიმღებ პირებს შევთავაზოთ გამართული, მდგრადი, ადამიანის უფლებებზე […]
ავტორი: რუსუდან მელიქიძე ნაშრომი მომზადებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციისთვის: „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში“ ადამიანის უფლებები სოციალური მუშაობის პრაქტიკისათვის უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ და სამართლებრივ ჩარჩოს წარმოადგენს. შესაბამისად, ყოველი ინტერვენცია, პრაქტიკული საქმიანობა თუ შეთავაზებული სერვისი ორიენტირებული უნდა იყოს ინდივიდის უფლებების დაცვასა და გაძლიერებაზე. თუმცა, სერვისების ნაკლებობიდან გამომდინარე, ხშირად პრაქტიკოსები აქცენტს კლიენტის ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღდგენასა […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს- „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილების პროცესში”, რომლის ფარგლებშიც ტარდება კონფერენცია სოციალური მუშაკების მონაწილეობით. კონფერენციის მიზანია სოციალური მუშაკების ჩართულობის ხელშეწყობა სოციალური პოლიტიკის ადვოკატირების პროცესში და ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და შეგროვება. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვეძებთ საკონფერენციო ნაშრომის ავტორებს, რომლებმაც უნდა დაწერონ ნაშრომი შემდეგ თემებზე: 1. სოციალური მუშაკების ჩართვა კანონშემოქმედებით პროცესში 2. სოციალური სერვისების […]
ავტორი: თამარ ზარქუა დისკრიმინაცია არის ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს ადამიანებს შორის თანასწორობას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, რომელიმე ნიშნის ან ჯგუფის კუთვნილების გამო. „საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.“[1] თანასწორობის უფლება გარანტირებულია საქართველოს უმაღლესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ კონსტიტუციის მე- 11 მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შიდა სახელმწიფოებრივი კანონებით, ასევე მრავალი საერთაშორისო […]
ავტორი: ნინო რეხვიაშვილი შესავალი ანტიოპრესიული სოციალური მუშაობა არის მიდგომა, რომელიც ცდილობს გამოავლინოს სოციალური ძალაუფლების დისბალანსისა და მჩაგვრელი სტრუქტურების გავლენა ინდივიდებსა და თემებზე და მათი ცვლილებით ხელი შეუწყოს სოციალური სამართლიანობასა და თანასწორობას. ანტიოპრესიული მიდგომა სოციალური მუშაობის გამოგონება არ არის, ის ისეთივე ძველია, როგორც თავად ჩაგვრა. რასაკვირველია, ამას ყოველთვის არ ეძახდნენ „ანტიოპრესიულ პრაქტიკას“, მას უბრალოდ ერქვა იმის […]
📍სოციალურ მუშაკთა გაერთიანება 2023 წლის 23-24 სექტემბერს (შაბათ-კვირას) გიწვევთ პროექტის წერის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგს გაუძღვება ნანა ყურაშვილი- კონსულტანტი, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირი (IPU), ჟენევის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 📍ტრენინგზე განხილული იქნება როგორც პროექტის წერის თეორიული ჩარჩო, ისე საგრანტო შესაძლებლობები და დატვირთული იქნება პრაქტიკული სამუშაოთი. 📍ტრენინგი განკუთვნილია მხოლოდ გაერთიანების წევრებისათვის. მათთვის, ვინც უახლოეს მომავალში აპირებს მიღებული ცოდნა პრაქტიკულ […]