სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს “ სოციალური მუშაკების გაძლიერება საქართველოში პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეწყობის გზით“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში“. მოცემული პროექტის მიზანია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ორანიზაციული გაძლიერება და ორგანიზაციის განვითარების ეფექტური შესაძლებლობის შექმნა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა. მოცემული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის წევრებისთვის გასვლითი 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელის მიზანი წევრთა დაახლოება, შესაძლებლობებისა და ინტერესების გაზიარება […]
სტატიის ავტორი: თამარ დავითელაშვილი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიო მასშტაბის გამოწვევას წარმოადგენს და დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ პრობლემის დასაძლევად. საქართველოში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქალებს, რომლებსაც ძალადობის შედეგად მიადგათ ზიანი. ამ მიმართულებით სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც სამართალწარმოების კანონიერების უზრუნველყოფასა და მსხვერპლების უსაფრთხო სივრცეში გადაყვანას, ასევე, მათთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევასა და გაძლიერებას (Un Women, GEOSTAT, 2017). […]
სტატიის ავტორი: მარიამ ბურჯანაძე ფემინიზმის ტალღები სუფრაჟისტული მოძრაობიდან ამოიზარდა, თეორიული თვალსაზრისით გაძლიერდა, ინტერსექციურ ჩაგვრამდე გაფართოვდა და ოთხ ტალღად გაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ფემინისტურმა მოძრაობამ სხვადასხვა სიტყვა თქვა ქალთა უფლებების დაცვის სფეროში – ყველა მათგანი ამახვილებს ყურადღებას პატრიარქალურ საზოგადოებაში დედობის, როგორც ქალის უმთავრესი ფუნქციის, ბავშვზე ფიზიკური, ემოციური ზრუნვისა და აუნაზღაურებელი შრომის გამოწვევებზე (UN Women, 2021). […]
სტატიის ავტორი: სალომე აბულაშვილი სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის “ფემინიზმი და სოციალური მუშაობა” ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთხვის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს. შესავალისაკითხის აქტუალობა ფემინისტური თეორიები ხსნის ქალთა გამოცდილების სტრუქტურასა და დინამიკას სოციო-პოლიტიკურ და ინტერპერსონალურ სექსუალობის იერარქიებში. სოციალური მუშაკებისთვის მნიშვნელოვანია ფემინისტური თეორიების გამოყენება პრაქტიკაში შესაბამისი […]
🔶სოციალურ მუშაკთა გაერთიანება აცხადებს კონკურს სტატიების მიღებაზე. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ახორციელებს პროექტს “სოციალური მუშაობა და ფემინიზმი”, რომლის მიზანია ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით. მოცემული პროექტის ფარგლებში ვეძებთ სტატიის ავტორებს, რომლებმაც უნდა დაწერონ სტატია ფემინისტური დღის წესრიგში სოციალური მუშაობის, როგორც ფემინისტური პროფესიის როლის მნიშვნელობაზე. 🔶 სტატიის თემებია: ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობა ფემინისტური […]
„სოციალურმა მუშაობამ უნდა განახორციელოს გაბედული, მიზანმიმართული ქმედებები, რომლებიც სამართლიანობის რკალს ყველას თავისუფლებისკენ მიმართავს“ MILDRED “MIT” C. Joyner სოციალური მუშაობა ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან გამოჩნდა ადამიანთა ცხოვრებაში, როგორც მათი ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლის საშუალება, ძალა, რომელიც მუდმივად ცდილობდა მოწყვლადობის აღმოფხვრასა და საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებას. სოციალური მუშაობა თავდაპირველად საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და ზრუნავდა სიღარიბეში მყოფ ადამიანებზე, მაგრამ ეტაპობრივად […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წევრობაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2019 წელს 61 სოციალური მუშაკის მიერ დაფუძნდა. სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ხელმძღვანელობის კოლეგიური ორგანოა გამგეობა. გამგეობას 9 წევრის შემადგენლობით 4 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. ვინ შეიძლება გახდეს გამგეობის წევრი? სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის წევრი შეიძლება გახდეს: სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წევრი; სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის უფლება-მოვალეობებია: საერთო კრების მიერ დამტკიცებული […]
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი სოციალურად აქტუალური საკითხია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში 2014 წლიდან არსებობს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე ზედამხედველობა კანონით სახალხო დამცველს დაეკისრა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება კანონის ეფექტიანობას და აფასებს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას, რის საფუძველზეც პარლემენტში წარადგენს შეფასებით ანგარიშს. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არამხოლოდ ერთი სტრუქტურის პასუხისმგებლობა, არამედ საჯარო მიზანი და გამოწვევაა. […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება აცხადებს კონკურსს სტატიების მიღებაზე. კონკურსის მიზანია, სოციალურ მუშაკთა თემში გამოიწვიოს ინტერესი სოციალური მუშაობის როლზე ანტიდისკრიმინაციული გარემოს ფორმირების პროცესში. ვინაიდან დღესდღეობით პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ნაკლებად იყენებენ დისკრიმინაციასთან ბრძოლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო მექანიზმებს. კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 გამარჯვებული სტატია, რომელიც გამოქვეყნდება სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში. სტატიები შეიძლება მომზადდეს შემდეგი საკითხების გარშემო: […]
Საქართველოში კანონი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ 2014 წლიდან არსებობს, თუმცა, სოციალური მუშაკები კანონის ამოქმედებისა და ანტიდისკრიმინიცული მექანიზმების გამოყენების პროცესში ნაკლებად არიან ჩართულნი. Მიუხედავად იმისა რომ ისინი ხშირად მუშაობენ დისკრიმინაციის მსხვერპლ ინდივიდებთან თუ ჯგუფებთან. Ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სოციალური მუშაკების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა, რათა ისინი დაეხმარონ ბენეფიციარებს დისკრიმინაციის იდენტიფიცირებასა და საკუთარი თავის დაცვის პროცესში. Ტრენინგზე განსახილველი თემებია: დისკრიმინაციის […]