სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გთავაზობთ მეორე ალტერნატიულ ანგარიშს„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასებასთანდაკავშირებით. ანგარიშის მიზანია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმითგანსაზღვრული ამოცანების განხორციელების და მისი ეფექტიანობის შეფასება. კვლევამაჩვენა, რომ პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმით 2021წლის 1 ივნისამდე შესასრულებელი 6 ამოცანის 13 ღონისძიებიდან, სრულად შესრულდამხოლოდ 2 და ნაწილობრივ შესრულდა 10, ხოლო 1 ღონისძიებას სტატუსი […]
Სოციალურ მუშაკთა გაერთიანება არის სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც დაფუძნდა 2019 წელს. Კავშირი აერთიანებს საქართველოში სოციალურ მუშაკთა თემს. Ჩვენ Ვზრუნავთ თემის წევრების შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე, სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებაზე, სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის შექმნასა და დავრცელებაზე. Კონკურსის პირობები: Ჩასატარებელია კვლევა სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მზრუნველობა-მეურვეობის სოციალურ მუშაკების პროფესიული გადაწვის თაობაზე. Რა გავლენა […]
ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების კოლექტიური შრომითი დავის პროცესს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უზრუნველყოს მედიაციის პროცესის წარმოება და სოციალური სააგენტოს თანამშრომლებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შესაქმნელად საჭირო, მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების-სოციალური აგენტების, უფროსი სოციალური აგენტების, სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და მთავარი სპეციალისტები […]
გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს შრომის სამინისტროს ინიციატივას შრომის ინსპექციის სამსახურის დახმარებით მოიკვლიოს ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების შრომისა და სახელფასო უფლებრივი მდგომარეობა. მიუხედავად უწყებებისგან დაგვიანებული რეაგირებისა, მივესალმებით ამ ნაბიჯს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შედეგად სამედიცინო პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება. COVID-19-ის პანდემიამ საგრძნობლად გააუარესა მედმუშაკების (განსაკუთრებით ექთნებისა და სანიტრების) ისედაც მძიმე შრომითი პირობები. […]
Please follow the link to see the report
წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ,ადამიანის უფლებათა სახლის მხარდაჭერით, პროექტის “Covid19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU)მიერ, რომელსაც ახორციელებს ERIM და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT). პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქოსაზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა. ეს […]
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და სპეციალისტებს მიგვაჩნია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილი ვითარება იყო და არის უკიდურესად საგანგაშო. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები შექმნილი კრიზისის სამართავად, რომელიც იქნება საერთაშორისო სტანდარტებსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპზე დაფუძნებული. მივესალმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანას დიდი ზომის დახურული ტიპის ინსტიტუციიდან. მნიშვნელოვანია […]
ბროშურა მომზადებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს მხარდაჭერილი პროექტის „მიუსაფარ ბავშვთა ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“. პროექტის მიზანია მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ინფორმირებულობისა და მგრძნობელობის გაზრდა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. ბროშურის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს „ქალთა […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წარმოადგენს სოციალური მუშაკების დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს. ამჟამად ვაერთიანებთ 150-ზე მეტ სტუდენტ და პრაქტიკოს სოციალურ მუშაკს მთელი საქართველოდან. ჩვენი მისია საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობაა სოციალური მუშაობის განვითარების გზით. ამ გზაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი წევრების ცოდნით აღჭურვა შრომით უფლებებსა და დასაქმებულთა დაცვის მექანიზმების შესახებ, რათა არა მხოლოდ ადეკვატური რეაგირება იქონიონ უფლებადარღვევის ფაქტზე, არამედ მოახდინონ […]
2021 წლის 02 თებერვალს, დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა - “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასების შედეგებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კანონის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები, კერძოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტიდან, სსიპ-განათლების ხარისხის […]