სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი

Ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება „გლოვო“-ს კურიერების პროტესტს მძიმე სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, მხარდაჭერას უცხადებს მათ სამართლიან მოთხოვნებს და მზადაა სამართლებრივი დახმარება გაუწიოს კურიერებს მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის.   29 იანვარს „გლოვო“-ს ასზე მეტმა კურიერმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა და კომპანიაში არსებული მძიმე სამუშაო პირობები გააპროტესტა. Გლოვოს კურიერები სხვადასხვა სახის სისტემურ პრობლემაზე მიუთითებენ, რაც მათ ყოველდღიურ სამუშაო პირობებზე […]
ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება გონიოში სასტუმროს მშენებლობის პროცესში დასაქმებული თორმეტი პირისთვის კომპანია შპს ,,ლაბაუ გონიოს“ მიერ კუთვნილი შრომითი ანაზღაურების არ გადახდის, ხელფასის მოპარვის ფაქტს.  თორმეტი დასაქმებული დაახლოებით ორი წლის განმავლობაში შპს ,,ლაბაუ გონიოს“-თან დადებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ჩართული იყო გონიოში სასტუმროს მშენებლობის პროცესში.  Მშრომელები აცხადებენ, რომ სამუშაოების შესრულების მიუხედავად, დამსაქმებელი კომპანია მათ კუთვნილ ხელფასებს დღემდე […]
2021 წლის 22 იანვარს, დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა – “სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ” სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასების შედეგების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც გაერთიანების წევრი სოციალური მუშაკები, ისე “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, ჯამში 20 მონაწილე. პირდაპირი ტრანსლაციით ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე შეხვედრას უყურებდა 2,487ადამიანი. შეფასების მიზანი იყო […]
კვლევა განხორციელდა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერის ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ (თელავი, კახეთი) და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ (ოზურგეთი, გურია) ერთად. ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ […]
სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აგრძელებს შეხვედრებს თემაზე სოციალური მუშაკების შრომის უფლებები და სამართლებრივი დაცვის მექანიზმები საქართველოში. ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფკავშირის წევრ, ისე არაწევრ სოციალურ მუშაკებს. შეხვედრების მორიგი სერია ჩატარდება 2021 წლის 23 იანვარს. ონლაინ პლატფორმა zoom_ის საშუალებით. ხანგრძლივობა 4 საათი. 12-დან 16 საათამდე. ტრენინგს გაუძღვებიან დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის “სოლიდარობის ქსელის” იურისტი დავით […]
ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი დღეს მოისმენს. საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს დაამტკიცა კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელსაც თან ახლავს სამოქმედო გეგმა (2018-2025წწ.) აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის ამოცანათა უმეტესი ნაწილის  განხორციელება განსაზღვრული იყო 2021 წლის 1 იანვრამდე, ზოგიერთის […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება არ ხდება არც პანდემიის პირობებში. მათ არ უნაზღაურდებათ არც სამსახურამდე მისვლისა და უკან დაბრუნების და არც ვიზიტების განხორციელებისას გაწეული ხარჯი. იმ პირობებში როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, სოციალური მუშაკები სამსახურში დადიან საკუთარი სახსრებით. ამასთანავე სწრაფ და გადაუდებელ შემთხვევებზეც გადაადგიდლებიან ტაქსებით. […]
„ერთად ერთმანეთისთვის“ იმერეთის რეგიონის სოციალური მუშაკების ახალი ინიციატივაა. მისი მიზანი რეგიონში არსებულ სერვისებს შორის მაქსიმალური კოორდინაცია და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაა. საინიციატივო ჯგუფი სოციალური მუშაკის მაია ქამუშაძის ინიციატივით შეიქმნა და ამ ეტაპზე არა ერთ სოციალურ მუშაკს და მოქალაქეს აერთიანებს. როგორც ჯგუფის ორგანიზატორები განმარტავენ, სოციალური მუშაობის ძირითადი ფუნცია ამ ეტაპზე დაკარგულია და ის უმეტესწილად სერვისის მიწოდებაზეაო ორიენტირებული, […]
სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა გადაცემა “Post Factum”-ში გასული სიუჟეტის “დედა-შვილი სიღარიბის გამო დააშორეს, ბავშვს 25 აგვისტოს გააშვილებენ” და TV პირველზე 2020 წლის 31 ივლისს გასული სიუჟეტის გამო, აღნიშნული სიუჟეტები შეეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევას. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მიიჩნევდა, რომ გიორგი გაბუნიამ და ჟურნალისტმა ლაშა ნაკაიძემ დაარღვიეს ეთიკის ქარტიის 1-ლი, მე-7, […]
სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აგრძელებს შეხვედრებს თემაზე სოციალური მუშაკების შრომის უფლებები და სამართლებრივი დაცვის მექანიზმები საქართველოში. ამჯერად დასასწრებად ვიწვევთ სტუდენტ სოციალურ მუშაკებს. ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფკავშირის წევრ, ისე არაწევრ სოციალურ მუშაკებს. შეხვედრების მორიგი სერია ჩატარდება 2020 წლის 4 და 5 დეკემბერს. ონლაინ პლატფორმა zoom_ის საშუალებით. დასაწყისი 4 დეკემბერს 18 საათზე. 5 დეკემბერს […]