დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი სოციალურად აქტუალური საკითხია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში 2014 წლიდან არსებობს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე ზედამხედველობა კანონით სახალხო დამცველს დაეკისრა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება კანონის ეფექტიანობას და აფასებს სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას, რის საფუძველზეც პარლემენტში წარადგენს შეფასებით ანგარიშს. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არამხოლოდ ერთი სტრუქტურის პასუხისმგებლობა, არამედ საჯარო მიზანი და გამოწვევაა. […]
მესამე ალტერნატიული ანგარიში დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ გთავაზობთ მესამე და საბოლოო ალტერნატიულ ანგარიშს სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულებასთან დაკავშირებით. ანგარიშის მიზანია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების და მისი ეფექტიანობის შეფასება. მონიტორინგმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები სრულად შესრულებული მაინც არ […]