სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი

ჩვენ – „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ , „ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი“, „მედიატორთა პროფესიული კავშირი“ და„სოციალური მუშაკების გაერთიანება” ვეხმაურებით „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტს და მივიჩნევთ, რომ შემაშფოთებელია აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ, რაც, მიუხედავად საგულდაგულოდ შერჩეული ტერმინოლოგიისა, გამოიწვევს მომავალი თაობის დაღუპვას და არა რეაბილიტაციას. ყველაზე სენსიტიური კანონპროექტის ის […]
2025 წლის 12 ნოემბერს  ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი “კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში და ფაქტრობრივად, უარს ამბობს იმ ძალისხმევაზე, რომელიც სახელმწიფომ წლების განმვალობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის გადადგა. როგორც ინიცირებული კანონპროექტიდან ვიგებთ, 10 წლის ასაკიდან შესაძლებელი იქნება არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, […]
სოციალური მუშაობის, როგორც ფემინისტური პროფესიის განვითარების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალი დასაქმებულების შრომითი უფლებებისა და პირობების დაცვასა და მხარდაჭერას. არსებული პატრიარქალური სისტემის პირობებში, როცა ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა, გაზრდილია უმუშევრობის მაჩვენებელი, სუსტია შრომითი კანონმდებლობა და შრომითი ბაზარი ექსპლოატაციურია,  განსაკუთრებულად მწვავეა ქალთა შრომის უფლებების დაცვის საკითხი. გარდა იმისა, რომ არაერთი სტრუქტურული და სისტემური გამოწვევა არსებობს სხვადასხვა […]
გვსურს გაცნობოთ, რა ეტაპზე იმყოფება ჩვენი კოლექტიური დავა სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან“ (შემდგომში – პრობაციის სააგენტო). როგორც მოგეხსენებათ, პროფესიულ კავშირ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის მიმდინარეობდა კოლექტიური შრომითი დავა, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, ვინაიდან მხარეებს შორის ვერ შედგა შეთანხმება და მედიაციისთვის კანონით განსაზღვრული 21 კალენდარული დღე უშედეგოდ […]
სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობები რამდენიმე წელია განხილვის საგანი გახდა საქართველოშიც. ეს საკითხები დღის შუქზე სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების კოლექტიურმა დავამ და გაფიცვამ გამოიტანა. რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ რთულ სამუშაო პირობებსა და დარღვეულ შრომის უფლებებზე, მით უფრო ნათელი ხდება ამ ყოველივეს გავლენა მომსახურების მიმღებ პირებზე. ეს გავლენები ცალსახად უარყოფითია. გადაღლილი და უფლებაშელახული სოციალური მუშაკი […]
სოციალური მუშაობა საქართველოში 2000-იანი წლებიდან დაფუძნდა.  კერძოდ, საქართველოს მთავრობამ 1999 წელს მიიღო კანონი ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის შესახებ, რამაც აუციელებელი გახადა ქვეყანაში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შემოტანა. სწორედ სოციალური მუშაკი გახდა ის პროფესიონალი, ვინც აფასებდა ბავშვის, ბიოლოგიური ოჯახისა და მშვილებელი ოჯახის საჭიროებებს ზედმიწევნით, იკვლევდა რისკებს და ხელს უწყობდა ბავშვის საუკეთსო ინტერესის აღსრულებას. დროსთან […]
ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი უფლებებითა და ღირსებით. თავისუფლების უფლება- როგორც თანდაყოლილი მოცემულობა, სულაც არ ყოფილა თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის. ადამიანის უფლებებს რთული, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვის, ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით, ინდივიდუალური უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება. საზოგადოებაში […]
აღიარებულია, რომ თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი პრინციპებია. ეს პრინციპები საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებითაც არის გამყარებული.[1] კონკრეტულად დისრკიმინაცია კი, ეს  არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის განსხვავებული და არასამართლიანი მოპყრობა მათი განსაკუთრებული თვისებების, მახასიათებლების ან იდენტობის გამო. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად აუცილებელია, რადგან ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს, აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ხელს უწყობს უთანასწორობას. […]
ჩვენ, საჯარო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სოციალური მუშაკები, რომელთა უმთავრეს ამოცანას ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს კონსტიტუციით დაცული დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს. ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებს. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა […]
ავტორიტარული რეჟიმები პროპაგანდას იყენებენ ძალაუფლების შენარჩუნების, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და ოპონენტების ჩახშობის მიზნით. პროპაგანდა არის ინსტრუმენტი, რომელიც არამხოლოდ ინფორმაციის კონტროლს, არამედ მოსახლეობის აზროვნების ფორმირებას და ოპოზიციის მარგინალიზაციას ემსახურება.  პროპაგანდის თეორიული საფუძვლები პროპაგანდის თეორიულ საფუძვლებს უდევს ედუარდ ბერნეისის ნაშრომი “Propaganda” (1928). ბერნეისი პროპაგანდას ხედავდა საზოგადოებრივიაზრის მანიპულაციის ინსტრუმენტად, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ქცევასა და დამოკიდებულებებზე. ავტორიტარული რეჟიმები ამ მიდგომას […]